როდიდან შემოვა და რა ეღირება საქართველოში კომერციული ვაქცინა?
COVID-19 - 14:08, 16 Mar, 2021     1975

სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიამ“ დაიწყო იმ ადამიანების აღწერა და რეგისტრაცია, ვინც მზად არის ნებაყოფლობით, კონკრეტული საფასურის გადახდის შემთხვევაში ვაქცინა გაიკეთოს. საუბარია კომპანიის მიერ დაზღვეულ მოქალაქეებზე, რომელთა რიცხვი საკმაოდ მაღალია.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნინა კობახიძე „საქმის კურსის“ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ ყველა კომპანიის პასუხისმგებლობაა, დასაქმებულებისა და თავისი დაზღვეულების წინაშე, რომ ხელმისაწვდომი გახადოს ვაქცინა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში კომერციულად დაიწყება ვაქცინის შემოტანა.

რაც შეეხება ვაქცინაციის საფასურს, ნინა კობახიძე ამბობს, რომ ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.

„ჯერ შემომტანებმა, კერძო მწარმოებლებმა უნდა მიიღონ ნებართვა სახელმწიფოსგან, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოდან. რეგისტრაციის მიზანია, რომ სახელმწიფომ დაინახოს, ჩვენ აღვრიცხოთ რამდენი ადამიანია მზად ვაქცინაციისთვის“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ვაქცინაციის ღირებულება 250-300 ლარამდე იყოს, ნინა კობახიძე პასუხისგან თავს იკავებს.

„ფასწარმოქმნაზე საუბარი ნაადრევია. არ ვიცით როდის დაიწყება ვაქცინაცია და თუ დაიწყება - როგორ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ გაუგებარია, თუ რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ვაქცინის შეძენას.

„1 მაისიდან იმდენად ხელმისაწვდომი ხდება ამერიკაში ვაქცინა, რომ ვხუმრობ ხოლმე - „ამაზონიდან“ შევძლებთ გამოწერას-მეთქი. ამიტომ გაუგებარია, რატომ შეიძლება ხელი შეგვეშალოს, თუნდაც კერძოდ ამის შეძენაში. რეალურად მიმაჩნია, რომ აპრილის ბოლოს, მაისში, ადამიანების დიდი მოცულობისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება“, - ამბობს ნინა კობახიძე.

წყარო: BM.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42