ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღის რისკი არსებობს - ბიძინა კულუმბეგოვი
COVID-19 - 13:04, 16 Mar, 2021     1610

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "ინტერპრესნიუსთან" კორონავირუსის მესამე ტალღის საფრთხეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელმა იკლო. კულუმბეგოვის განმარტებით, არსებობს რისკი, რომ მესამე ტალღა დაიწყოს:

"რასაკვირველია, ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღის განვითარების რისკი არსებობს. ამიტომ, საქართველოს მოსახლეობა მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყოს, რადგან პირბადის ტარების მაჩვენებელი სავალალოდ არის შემცირებული, 43%-მდე. ეს მაჩვენებლი ძალიან მაღალი უნდა იყოს, 90%-ზე მეტი. „ოქროს სტანდარტად“ მიიჩნევა სინგაპურის შემთხვევა, სადაც მოსახლეობის 95% შენობის შიგნით და შენობის გარეთ პირბადეს ატარებს, ამიტომ ეს ქვეყანა იდეალურად მიიჩნევა და სამიზნეც ის არის. ამიტომ, ჩვენ 43% ძალიან სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს. მართალია დღეს ტესტირების რაოდენობა მაღალია, მაგრამ დღეს 537 ადამიანია ინფიცირებული, რაც ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციფრია. ყველა ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ქვეყანამ რეგულაციების აღსრულება უნდა გაამკაცროს, ზედამხედველობას ვგულისხმობ და არა შეზღუდვების შემოღებას. რაც არის გახსნითი ღონისძიებები, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამ რეგულაციების კონტროლი, ეს იქნება სარესტორნო ბიზნესი, ზამთრის კურორტები თუ სხვა. არ დაგვავიწყდეს, 43%, რაც პირბადის ტარების თვალსაზრისით გვაქვს, ზუსტად იგივე მაჩვენებელი იყო აგვისტოს თვეში, რაც აგვისტოს თვეში ამ მოშვებით დაგვემართა, ეს ყველაფერი ნოემბერ-დეკემბერში საკუთარ თავზე გამოვცადეთ.

ძალიან უნდა ვთხოვოთ ყველას, რომ საკითხს შეგნებით მოეკიდონ. ვაქცინაციის კი იმედით ვუყურებთ, მაგრამ მაგალითად, ნორვეგიასა და იტალიაში მოსახლეობის თითქმის 10% აცრილია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 10% რომ ვიგულისხმოთ, 300 ათასი ადამიანი მაინც უნდა იყოს აცრილი, ჯერ ამ ციფრამდე ძალიან შორს ვართ. ამიტომ, ერთადერთ იარაღად ჯერ მაინც გვრჩება სოციალური ქცევისგან თავშეკავება, არა შეკრებები, არა სტუმრად სიარული, სადაც საჭირო არ არის და პირბადის ტარება. თუ გვინდა, რომ ქვეყანა და ეკონომიკა ფუნქციონირებდეს, ასე უნდა მოვიქცეთ. თუ ქვეყანას ამაში არ შევეხიდებით, მაშინ დაგვემართება ის, რაც ორჯერ უკვე გადავიტანეთ.

ისინი პრევენციის თვალსაზრისით აკეთებენ, რომ მესამე ტალღა მასტაბური არ იყოს და კლინიკების გადატვირთულობა არ გამოიწვიოს. თუმდა, იტალიაში ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა ძალიან ახლოს არის შემცირებასთან, ბრაზილიაშიც იგივე სიტუაციაა. რა თქმა უნდა, ვირუსის ახალი ვარიანტები ამ რისკს ერთი-ორად ზრდის. ამიტომ, ყველას მაქსიმალური ყურადღება მოეთხოვება. საქართველოს თითოეული მოქალაქე არის პასუხისმებელი სახელმწიფოსთან და ხელისუფლებასთან ერთად, პანდემია როგორ წარიმართება, ეპიდვითარების გაუარესებაც ჩვენს ხელშია და გაუმჯობესებაც", - განაცხადა კულუმბეგოვმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42