საქართველოს ბანკი ახალ პროექტს- ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:24, 16 Mar, 2021     1573

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ახალ პროექტს - ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს. ინიციატივის ფარგლებში ბანკი იმ სპეციფიურ და ახალ პროდუქტებს წარადგენს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. პირველი შეხვედრა ზუმის მეშვეობით 19 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრას საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი არველაძე გახსნის, რომელიც ბანკის ახალ ინიციატივაზე ისაუბრებს. ვებინარის ძირითადი ნაწილი სერიის პირველ პროდუქტს- ფაქტორინგს დაეთმობა და მას ამავე მიმართულების წარმომადგენელი, ლევან თეთრაძე წარადგენს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი ვებინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

ფაქტორინგი ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტია, რომელიც საქართველოს ბანკმა პირველმა დანერგა. ის ინვოისის საფუძველზე დაფინანსების მიღების შესაძლებლობას იძლევა. რაც ყველაზე მთავარია, არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას. ამასთან, დაფინანსების მიღების პროცესიც მნიშვნელოვნად გამარტივებულია. ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე ბანკმა ფაქტორინგი ახალ ეტაპზე აიყვანა და ის მომხმარებელს ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა.

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის პარტნიორი ბანკი, მუდამ ცდილობს იპოვოს ბიზნესის მხარდაჭერის ახალი გზები. მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი ინიციატივა, ბიზნესპროდუქტების სერია, რომელიც სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეიქმნა. ჩვენი მიზანია შეხვედრების ფარგლებში გაზიარებული ინფორმაციით, როგორც საბანკო პროდუქტების, ასევე ზოგადად არსებული შესაძლებლობების შესახებ, ხელი შევუწყოთ ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი არველაძემ.

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად, ეწვიოთ ბმულს:

https://bankofgeorgia.zoom.us/webinar/register/WN_C5TuX02uQ0K8QYeSPwILDA






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42