3000 მედიკოსი დარეგისტრირდა და ამ დროისთვის 500 ექიმი აიცრა, დარწმუნებული ვარ ეტაპობრივად ვაქცინის მიმართ სანდოობა უფრო გაიზრდება - ტიკარაძე
COVID-19 - 19:06, 15 Mar, 2021     1268

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინორმაციით, ვაქცინაციის პირველი დღისთვის 3 000 მედიკოსი დარეგისტრირდა და ამ დროისთვის 500 ექიმი აიცრა.

მინისტრის განცხადებით, ეს პროცესი რომ იქნებოდა რთული, გათვითცნობიერებული ჰქონდათ, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეტაპობრივად ვაქცინის მიმართ სანდოობა უფრო გაიზრდება.

"ეს პროცესი რომ იქნებოდა რთული, გათვითცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად ვაქცინის მიმართ სანდოობა უფრო გაიზრდება.

ჩვენი ექიმებიც, გამომდინარე იქიდან, რომ წინა ხაზზე არიან, ის, რომ დღეს ჩვენ ვცრით ექიმებს და არა რომელიმე სხვა ჯგუფს, პრიორიტეტია ეს ჯგუფი და ამიტომ იცრებიან, ვუფრთხილდებით მათ ჯანმრთელობას, ეს არის ზრუნვის კომპონენტი, ასეთია საერთაშორისო მიდგომა ექიმების მიმართ, სოლიდარობის გამოხატვაა, როცა ჩვენ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს, ვცრით პირველად მათ.

დარწმუნებული ვარ, საქართველო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც სწორად და შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2"-თან.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42