უპირველესად, ჭამის შემდეგ დაუშვებელია ძილი, რადგან წოლითი მდგომარეობა და ძილი არღვევს საჭმლის მომნელებელ პროცესს და ართულებს საკვების გადამუშავებას.
ასევე დაუშვებელია ჭამის შემდეგ ჩაის დალევა. ეს სასმელი ხელს უშლის ორეგანიზმის მიერ გარკვეული საკვები ნივთიერებების და მინერალების ათვისებას. გარდა ამისა, ჩაის აქვს დაბალი pH დონე, რაც უარყოფითად მოქმედებს ცილებისა და ცხიმების მონელების პროცესზე.
მესამე აკრძალვა ვარჯიშს ეხება. ცნობილია, რომ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებას უშლის ხელს. მან, შესაძლოა, გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა და კუჭის ტკივილი.
ასევე დაუშვებელია ჭამის შემდეგ შხაპისა თუ აბაზანის მიღება. წყლის პროცედურა, შხაპი იქნება ეს თუ აბაზანა, სისხლის ნაკადის გადანაწილებას იწვევს. სისხლის მოძრაობა ამ დროს ძლიერდება კიდურებისა (ხელებისა და ფეხების) და სხეულის ზედაპირისაკენ, კანისაკენ. შესაბამისად, შინაგანი ორგანოებისა და მათ შორის კუჭის არეში სისხლის ნაკადი მცირდება.
ყველაზე მძიმე აკრძალვა ჭამის შემდეგ სიგარეტის მოწევას ეხება. ის დიდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ექსპერტთა დასკვნით, საკვების მიღების შემდეგ ერთი ღერის მოწევა ჩვეულ რეჟიმში ათი ღერის ზედიზედ მოწევას უტოლდება.
მასალის გამოყენების პირობები






