დედა დილით ჩამოფრინდა იმ იმედით, რომ შვილი ცოცხალი ჰყავდა და რეანიმაციაში იწვა - ვინ არის 24 წლის ბიჭი, რომელიც გომისმთაზე გაიყინა
სოც.მედია - 17:33, 15 Mar, 2021     4200

გომის მთაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურიდან, 11 მარტს ოთხი ბიჭი, სანადიროთ წავიდა. გზაში მათ ქარბუქმა და თოვამ მოუსწრო, რის გამოც ხევს შეაფარეს თავი, თუმცა, ერთ-ერთი ახალგაზრდა, 24 წლის ვაჟა ანდღულაძე, სიცივის გამო შეუძლოდ გახდა. როგორც მეგობრები ჰყვებიან, ბიჭი კარგა ხანს ხელით ატარეს, თუმცა ყინვასა და ქარბუქში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დილის რვა საათზე 112-ზე ერთ-ერთმა დარეკა და გომის მთაზე შველა ითხოვა, მანვე უთხრა ოპერატორს, რომ მათი ერთი მეგობარი უკვე დაღუპული იყო, ხოლო ორი მათგანის მდგომარეობაც საყურადღებო იყო.

მალევე, დაიწყო სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რაც ორ მეტრამდე თოვამ და ქარბუქმა, ძალიან გააჭინაურა. თუმცა 10 საათიანი ძებნის შემდეგ, სამ დაკარგულ ბიჭს, ცოცხლებს მიაგნეს.

მეორე დილით მოხერხდა გარდაცვლილი ბიჭის ამოყვანაც თოვლიდან.

ვაჟიკო, როგორც მას ყველა ეძახდა სოფელ ბოხვაურში ცხოვრობდა. მას ყველა დადებით და გულისხმიერ ადამიანად ახასიათებს.

„არაჩვეულებრივი, ყველასგან გამორჩეული ბიჭი, იმის მიუხედავად რომ დედა საზღვარგარეთ ყავდა და შვილებს არაფერს აკლებდა, ვაჟიკო სულ მუშაობდა, ახლაც დისტრიბუციაში იყო, უკეთილშობილესი ახალგაზრდა დააკლდა ჩვენს უბანს…“, – გვიყვება ოჯახის ახლობელი.

შოთიკოს დედა 8 წელია იტალიაში ემიგრაციაში ცხოვრობს, მას ვერ უთხრეს შვილის დაღუპვის ამბავი, დედა დღეს დილით ჩამოფრინდა იმ იმედით, რომ შვილი ცოცხალი ყავდა და რეანიმაციაში იწვა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42