ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ტრიუმფატორი გახდა, მან ტურნირზე მსოფლიო ვარსკვლავი როჯერ ფედერერი დაამარცხა; ამ გამარჯვებას სპორტსმენის სამშობლოში როგორც დადებითი ასევე ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა, განსაკუთრებით ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციათა მხრიდან, რომლებმაც ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადედ მოიხსენიეს.
მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ეხმაურება ამ წარმატებას და ბასილაშვილს ულოცავს და ამბობს, რომ ეს არის იმ დონის გამარჯვება, "ქართველებს პელეს გუნდისთვის რომ მოეგოთ“.
"ამაზე დიდი გამარჯვება რა უნდა იყოს, რაც ამ ქართველმა ვაჟკაცმა საქართველოს მოუტანა. ეს ის გამარჯვებაა, ქართველებს პელეს გუნდისთვის რომ მოეგო. მეტი რაღა ზეიმი უნდა იყოს. მაგრამ ნახეთ, როგორ სვავებივით წაესიენ ფემინისტკა ქალები. ქალებს მაინც ჰგავდნენ, მე მაგათი დედა...
მაგრამ რა არის გასაკვირი - საქართველოში პირველი არავის უყვარს. პირველი რომ ხარ, არ გპატიობენ“, - განაცხადა "რეზონანსთან“ გივი სიხარულიძემ.
მასალის გამოყენების პირობები