უკრაინაში, ხარკოვში, მცხოვრებმა წყვილმა ურთიერთობის გადარჩენა უცნაური მეთოდით გადაწყვიტა - 33 წლის ალექსანდრ კუდლეიმ და 28 წლის ვიქტორია პუსტოვიტოვამ გადაწყვიტეს ხელბორკილები გამოეყენებინათ, რათა ყველა წუთს ერთმანეთის გვერდით ყოფილიყვნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
ექსპერიმენტი წყვილმა ვალენტინობის დღეს დაიწყო და უკვე ერთი თვე გავიდა - ეს იდეა პირველ თავში ალექსანდრეს მოუვიდა. მართალია ვიქტორიას თავიდან ეს სიგიჟედ მოეჩვენა, თუმცა შემდეგ დათანხმდა.
წყვილი ყველაფერს ერთად აკეთებს : ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ წყვილი ერთად იცვამს, კბილებს ერთად იხეხავს და ა.შ. - ექსპერიმენტის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელ Instagram-ზე აქტიურად აქვეყნებენ.
"ერთმანეთს კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც ვშორდებოდით. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ვიკამ მითხრა რომ კვლავ უნდა დავშორებოდით ერთმანეთს. მე კი ვუპასუხე: ჩემს თავს სამუდამოდ შენ მოგამაგრებ და შენთან ვიქნები“,- ამბობს ალექსანდრე."ვიფიქრე, რომ ეს საინტერესო ექსპერიმენტი იქნებოდა ჩემთვის და ჩემს ცხოვრებას ახალ ემოციებს მოუტანდა. ისეთს, რომელიც ადრე არასდროს გამომიცდია. იმდენად მიყვარს, რომ დავთანხმდი ეს გაგვეკეთებინა“,- ამბობს ვიქტორია.
მართალია ისევ ჩხუბობენ, მაგრამ არ შორდებიან ერთმანეთს:
"ჩვენ ისევ ვჩხუბობთ. მაგრამ წინა ჩხუბებისგან განსხვავებით, ეგრევე ბარგს არ ვალაგებთ და ერთმანეთისგან არ მივდივართ. ასეთ დროს უბრალოდ ლაპარაკს ვწყვეტთ“,- ამბობს ალექსანდრე.
მასალის გამოყენების პირობები