გამოჩნდნენ უსინდისო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ "ასტრაზენეკა“ დაბალხარისხიანი ვაქცინაა - "ასტრაზენეკა“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა - ცერცვაძე
COVID-19 - 18:13, 14 Mar, 2021     1978

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გამოჩნდნენ უსინდისო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ "ასტრაზენეკა“ დაბალხარისხიანი ვაქცინაა - მისივე შეფასებით, ეს არის მავნებლობა ქვეყნის მიმართ იმიტომ, რომ "ასტრაზენეკა“ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა.

ინფექციონისტმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მზადყოფნა იმისათვის, რომ ვაქცინების სრული ათვისება მოხდეს.

"ხვალ იწყება ვაქცინაციის ნანატრი პროცესი. ყველამ იცით, რომ უკვე შემოსულია და განაწილებულია ვაქცინის პირველი პარტია. ადგილი ჰქონდა დაგვიანებას სულ 2 კვირით, სამაგიეროდ შემდეგ პირიქით დაჩქარდა. „კოვაქსმა“ აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპაში მეოთხე ქვეყანა რიგით, ვინც „კოვაქსის“ პლატფორმით მიიღო ვაქცინა. ვინაიდან ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა, პრაქტიკულად არის იმის გარანტია, რომ შემდეგი შემოსვლები განხორციელდება უწყვეტად და წლის ბოლომდე გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აცრის მოსახლეობის იმ რაოდენობას, 60%-ს, რაც თავიდან იგეგმებოდა. არანაირი წყვეტა არ იქნება ვაქცინების შემოტანაზე და იქნება ეტაპობრივად და მუდმივად.

ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი არის ქვეყნის მზადყოფნა. ვაქცინა შეიძლება შემოვიდეს და ის ვერ იქნეს ათვისებული, ასეთი რამ დაემართა ძალიან ბევრ ქვეყანა, სადაც ვაქცინა დასაწყობებულია და ხარჯვა არის ძალიან დაბალი - აი ეს არ უნდა დავუშვათ და მთელი მობილიზაცია ახლა ჩვენი, სამედიცინო პერსონალის, ჟურნალისტების უნდა წარიმართოს ამ მიმართულებით, რამეთუ თქვენ იცით, რომ არსებობენ არაკეთილისმსურველებიც, არსებობენ ანტივაქსერებიც, რომლებსაც რწმენა აქვთ, რომ ვაქცინა არ უნდა გაიკეთონ, გამოჩნდნენ ისეთებიც, უსინდისო ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ასტრაზენეკა“ დაბალხარისხიანი ვაქცინაა და „ასტრაზენეკათი“ აცრაზე ისინი წინააღმდეგები არიან და ელოდებიან „ფაიზერს“ - ეს არის მავნებლობა ქვეყნის მიმართ იმიტომ, რომ „ასტრაზენეკა“ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა, უკვე აცრილია 16 მილიონი ადამიანი ამ ვაქცინით მსოფლიოში და მათგან 11 მილიონი ინგლისში“, - განაცხადა ცერცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42