"აი, მანდ კი გეგულებოდეთ, კეპით, ნაკლები პროტოკოლით და ბევრი წიგნით“ – აპირებს თუ არა გიორგი კეკელიძე პოლიტიკაში წასვლას
სოც.მედია - 13:59, 14 Mar, 2021     1340

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ,ამბობს, რომ ხშირად სთავაზობენ ან ეკითებიან წავა თუ არა პოლიტიკაში ამიტომ, გადაწყვიტა ცხადად და მკაფიოდ გაეცა მათთვის პასუხი და სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

მისივე თქმით, არა, არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას.

"პოლიტიკაში ამ სიტყვის პოპულარულ გაგებას ვგულისხმობ, თორემ ზოგადი აზრით, ადამიანები პოლიტიკური არსებები ვართ და ამ საქმეში მეც ისე ვმონაწილეობ, როგორც ყველა თქვენგანი. მქონია თუ არა შემოთავაზება? დიახ, არაერთი და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისგან. ჩემი პასუხი იცით – ცხადია, სრულიად გულწრფელი მადლობა შემჩნევისთვის, მაგრამ – „არა!“ და „არა“ – არა იმიტომ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა – ბინძური მხოლოდ მაშინ არის, თუ მას ცუდი ადამიანები მოირგებენ.

და „არა“ – არა იმიტომ, რომ მე ვინმეზე მაღლა ვდგავარ. უბრალოდ სხვა ვნება მაქვს, სხვა ინტერესები. იქ, სადაც მხედავთ, გარდა ერთი-ორი გაკეთებული საქმისა, მგონია, რომ საჯარო მოხელის სტანდარტი მაინც შემოგთავაზეთ – სხვადასხვა ხელისუფლებასთან და განსხვავებულ პარლამენტის თავმჯდომარეებთან მუშაობისას ერთხელაც ვერ დაძებნით ჩემს სახელისუფლო ან სხვა პარტიათა სასარგებლო მოქმედებას. ვერც საკუთარი თანამშრომლებისთვის აზრის გამოხატვის მცირედ შეზღუდვას დაგვაბრალებთ – სრულიად პირიქით კი, უამრავ მაგალითს იპოვით. ეს მეამაყება და ჩემი პოლიტიკაც ეგ არის. მგონია, რომ ვარ პატრიოტი მოქალაქე და შესაბამისად, მაქვს დაუფარავი აზრი სხვადასხვა საკითხის მიმართ – ეს ხან ერთს აწყობს, ხან მეორეს, მაგრამ ამის მიხედვით არასდროს დამიწყვია ფიქრი.

მქვია მწერალიც და ვფიქრობ, ყველაზე მეტად იმ პროფესიის ხალხს არ უხდება ვინმეს ლიქნა, ვისაც დამკვირვებელი და ამ დაკვირვების სხვისთვის განმდობი ჰქვია. გავიარე არაერთი საცდური და ბეწვის ხიდი – გარედან ყველაფერი სხვაგვარია, შიგნიდან კი სხვანაირად დუღს. მოკლედ, ყოვედღიური პოლიტიკა არ არის ჩემი ასპარეზი. ისედაც უამრავ საქმეს მოვედები და სამის დამატება განვიზრახე: კინო, ფოლკლორი და სოფლის მეურნეობა. პირველი ეკრანთან და წიგნებთან ყოფნას მოითხოვს, მეორე ხალხთან და მესამე – მიწასთან. ჰო, ცოტა ფოტოხელოვნებაც.

მაქვს ჟინი, რომ უკეთესი ქვეყანა გვქონდეს – ნაკლები სიძულვილით და მეტი შრომით. დამოუკიდებლობით, რომელიც ფიქრში ვარჯიშს ეფუძნება, ფიქრში ვარჯიში კი განათლებას მოითხოვს. აი, მანდ კი გეგულებოდეთ – კეპით, ნაკლები პროტოკოლით და ბევრი წიგნით. საჯაროობით დაღლა და მობეზრება მაქვს – გიდასტურებთ. ამ აზრით ნელ-ნელა ჩრდილისკენ გავჩოჩდები, თუმცა ეს მოშვერილ კამერას იგულისხმებს და არა გაკეთებულ საქმეს,“ – წერს გიორგი კეკელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42