ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ ცოლს, ნეკა დოროყაშვილს, ურჩევს სასამართლოდან სარჩელი გამოიტანოს.
იუნას და სოფია შაფათავა ჩოგბურთელია, შესაბამისად მსახიობი ბასილაშვილს შესანიშნავად იცნობს და მის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“ბასილშვილის ცოლისთვის რჩევაა, ბრალდების გამოტანა სასამართლო ძიებიდან, ეს პოსტი, თავშივე ვწერ, ყურადღებით წაიკითხოთ.
მეგობარი მყავს, ძალიან მდიდარი და ძალიან განათლებული. საზღვარგარეთ ცხოვრობს. “მდიდარი” საერთაშორისო შეფასებით, ქონებას ბიზნესს და ა.შ ვგულისმობ;
ცოლი ყავდა, ბათუმელი. შვილი ყავთ ერთი. სანამ ეს კაცი თავის ბიზნესს უვლიდა საზღვარგარეთ, ცოლმა ვულკანიზაციაში ვიღაცასთან უღალატა. არაერთხელ.
ქმარმა არ აპატია.
ისტერიკების შემდეგ, რაღაც პროვოკაციებით, სასამართლოებით, შვილი ცოლს დარჩა, ბათუმში. მაშინ, როცა ჩემს მეგობარს, შვილისთვის კემბრიჯის განათლება ჰქონდა ჩაფიქრებული, მთელი კლასიკური სცენარით.
ცოლი გათხოვდა. გაყვა იმ ვულკანიზაციის “ჟესტიანშიკს” თუ რას ეძახიან.
ქმარმა ბინა და მანქანა დაუტოვა. შვილს ალიმენტს უხდის, საქართველოს დადგენილო ნორმით და მისი ცხოვრება უაზრობა გახდა, საყვარელი მემკვიდრის გარეშე.
შვილი “ჟესტიანშიკის” და მოღალატე ისტერიჩკა ცოლის სცენარით იზრდება, ბათუმში. მაშინ, როცა მამას განუსაზღვრელი რესურსი აქვს, მისთვის საუკეთესო განათლების და მომავლისთვის. დედას არ უნდა. დედა ჟესტიანშიკობას უქადის. ნუ იმედია ბავშვი როცა გახდება 18 წლის, თვითონ აირჩევს მამას- ამის იმედი აქვს მამას.
რაც შეეხება ნიკა ბასილაშვილის ცოლის სპექტაკლებს.
პირველ რიგში, ნიკას ვულოცავ გამარჯვებას; და ბოდიშს ვითხოვ წინასწარ, რომ მის სახელს მესამე პირში და სტატუსად ვწერ, მაგრამ ჩემი შინაგანი განწყობა ითხოვს ამას და სამართლიანობა.
ნიკას ბავშვობიდან ვიცნობ. დედასაც, მამასაც. მახსოვს, ძალიან ცუდად გამომივიდა, წლების წინ “წლის სპორტსმენად” დასახელება არ ეკუთვნის მეთქი, საქართველოს ნაკრებში არ ჰქონდა ნათამაშევი და მეზიზღება ჩემი თავი ამაზე.
უდავოა, ნიკამ ქართული ჩოგბურთის ყველაზე დიდი ისტორია შექმნა, უკვე, დიდი შეჯიბრებების მოგებით და მთავარია, იყოს ჯანმრთელად, უფრო მეტს მოუგებს, ღმერთი შენსკენ და ღარიბი საქართველოს მორალური მხარდაჭერა, საქართველოსი, რომელმაც ასე გაწამა ბავშვობაში დაფინანსებაზე და კაპიკებს არ იმეტებდა, მადლობა შენი სურვილისთვის, იყო მაგარი და მადლობა, შენს მშობლებს, გიჟი მხარდაჭერისთვის (ეს ჩვენი ჩიგბურთულია, ვინც არ იცის, რას ნიშნავს ჩოგბურთელის ოჯახი, ვერ მიხვდება).
ნიკამ ცოლი რომ მოიყვანა, იყო სიურპრიზი.
არ ვიცი, თუ გახსოვთ ნეკას “მხარდაჭერა” და ფოტოსესია, კორტზე, ნიკასთან, ბურთებით და ჩოგნებით.
ნიკა არ აკლებდა ნეკას არც მოვლას, არც ზრუნვას, არც Hermesს, არც Dolce Gabbanaს და სხვა ძალიან ძვირ ბრენდებს; მაშინაც კი, როდესაც მისი საპრიზო თანხის მეათედი მაინც ღირდა ნეკას კაპრიზები; გარდა ამისა, ნეკა დაყვებოდა შეჯიბრებებზე- ძალიან დიდი ხარჯია, ამალით შეჯიბრზე სიარული და რამდენად გამართლებულია, ცოლის შოპინგი ქმრის უმძიმესი დატვირთვის დღეებში, ეს ცალკე თემაა; მაგრამ ნეკას “მხარდაჭერა” ასე გამოიხატებოდა. ეს დეტალები ჯანდაბას;
შვილი რომ გაჩნდა, ნიკას ბედნიერი სახე ყველას გახსოვთ ფოტოებზე;
ბავშვიც დაყავდა შეჯიბრებებზე, როცა შეეძლო.
მე წყვილი ერთად US Openზე ვნახე; 2014 წელს, ჩემი და რომ თამაშობდა, მოთამაშეების სასადილოში ვისხედით, სხვა ჩოგბურთელებთან ერთად და დარბაზში უცხო სახე შემოვიდა- დიდი პროფების სამყაროში ყველა ერთმანეთს იცნობს, ოჯახებიანად; ეს ვინ არის მეთქი- გამიკვირდა, იმიტომ, რომ ძალიან ცხვირაწეული იყო და უაზრო აპლომბი ჰქონდა სახეზე. ბასილაშვილის ცოლიაო.
სერენა უილიამსის და შარაპოვას ფონზე ასეთ კეკელკურ სახეს სხვა ვინ შეკერავდა.
მეორედ, ნეკა ვნახე ეკო გორგოძის მატჩზე, 2018 მგონი, ნიკა არ მინახავს, იგივე US Openზე, გვერდში მეჯდა, მშვიდად, თამი მილევსკაიასთან, მოსაწევად გარბოდნენ მატჩის გადასვლებზე. ეკო ჟენი ბუშართან თამაშობდა იმ დღეს.
რისი თქმა მინდა.
მესმის, ცოლის კარიერა გაიკეთე და შენებურად “მხარს უჭერდი” ნიკას, მისი მაშინ ჯერ კიდევ მწირი ბიუჯეტის უაზრო და ეგოისტური ხარჯვით; ოჯახი გააჩერე და შენ დაყვებოდი ყველგან;
შვილი გააჩინე და არც შენ არც შვილს სახლში არ ტოვებდა, მაშინ მეტად ნაკლებს იგებდა და მაინც მსოფლიო მოგატარა ასეთ დონეზე, სხვა რომ ოცნებობს და არასოდეს ჰქონია; 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებით და პროფესიონალი ჩოგბურთელის ცოლობის;
და ამ ყველაფრის შემდეგ, შენი გოიმური ეგო მოსვენებას არ გაძლევს, შენი ქმრის ფულით ტანზე და ყველგან tunings იკეთებ, რაღაც კეკელკურ ფოტოსესიებს იღებ, რომ ქმრის ხარჯზე “მოდელის კარიერა” აიწყო, ულიმიტოდ ხარჯავ მისი ოფლის და ჯანმრთელობის ხარჯზე გამომუშავებულ ფულს და მერე, ამ ყველაფერს ირგებ, მხოლოდ იმიტომ, რომ სიგიჟემდე უყვარხარ, მივცემ თავს უფლებას, დავამატებ- რაღაც უაზრო ტრაკის ქიცინს ჰქონდა ადგილი სხვა კაცებთან, მეტს არ მივცემ თავს უფლებას, ვთქვა- კი, ჩიგბურთელებში ეს არ იმალება- და მერე ატრიალებ ყველაფერს ისე, რომ შენ ხარ “მსხვერპლი”, რადგან არ გინდა ამ ზღაპრული რეალობის დაკარგვა, ისტერიკებს და დებოშებს უწყობ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს- ძალიან ინტელიგენტი მშობლები ყავს ნიკას- და აბრალებ რაღაც საძაგლობებს და შვილით იწყებ სპეკულირებას, უბანძესი სცენარით?
მე ამას მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ამაზრზენია ის “კამპანია”, რაც ნიკას სახელს უკავშირდება. ამაზრზენია “საზოგადოების აღტკინება” – “ძალადობის” თემაზე, თავშესაქცევ თემად აქციეთ და გსურთ, წყობიდან გამოიყვანოთ ნიკა და მისი ოჯახი.
ეს მინიმუმ არაადამიანურია და უაღრესად დიდი შეუგნებლობა.
არაა სხვისი ცხოვრება არავისი საქმე;
ასეთი “გათხოვების კარიერისტკა” ცოლები სულ არსებობენ და იარსებებენ; ნეკა არც პირველია არც უკანასკნელი.
ამ პოსტის მიზანი ერთია:
ნუ წაართმებ შვილს ზღაპრულ მამას; ნუ შეატოვებ შენი ხვალინდელი “ჟესტიანშიკი” მომდევნო ქმრის იმედზე; ნუ აცხოვრებ სხვა კაცთან, უკვე ლეგენდარული მამის შვილს; მიეცი შვილს ძალიან კარგი ცხოვრების შანსი და ნუ ალაპარაკებ ქვეყანას, რომ მისი ბრწყინვალე მამა მოძალადეა.
მე ვიქნებოდი სოლიდარული ნეკასთან, რომ არ მცოდნოდა რეალური სურათი.
მთავარი კი: იქონიე ადამიანობა, ქალობა, დედობა და გამოიტანე ბრალდება ძიებიდან; შენ ამით სახელს არ იკეთებ; არავის მოსწონს ისტერიჩკა ქალები, მითუმეტეს უსაფუძვლო, პირიქით, შენი ინსტაგრამი შენს საწინააღმდეგოს მეტყველებს; შენ კი არა, ირინა შეიკს ვერსაჩეს და მსოფლიო მოდის სახლების კონტრაქტებით დაადო ქრისტიანუმ, ტრაკს ზედმეტად აქიცინებდა და მსოფლიო, რონალდუს მხარეს იყო და არის.
გამოიტანე საქმე და მიეცი ნიკას ნორმალური მუშაობის და მშვიდი ნერვების სიტუაცია; ნუ სპეკულირებ ბავშვით, ნუ ხარ ეგოისტი.
ვინც შენ მხარს” გიჭერს”, ნიკას და ქართული სპორტის მომავალი ფეხებზე კიდიათ; შენ მათი ხელფასი ხარ.
ხალხი უფრო გცემს პატივს, თუ გადადგამ ამ ნაბიჯს.
არაფერს მოიგებ ამ “ხმაურიანი პროცესებით”. ეს ქართული “პიარი” ანტიპიარია.
მსოფლიო ჩოგბურთი მხარს უჭერს ნიკას.
ასეთი გამომძალველი “ცოლები” და საყვარლები ბევრი უნახავთ.
ისიც იცი, უპატრონოდ არ დაგტოვებს და შვილს ბრწყინვალე მომავალს მისცემს.
სულ ეს მინდოდა, მეთქვა.
ჩემი ცხოვრების დიიიდი ნაწილი ჩემი დის ჩიგბურთის უმძიმეს ბრძოლას ვაჩუქე და ძალიან ბევრი დამცირება და შეურწცხყიფა მახსოვს; მახსოვს ნიკას დედასთან და მანასთან მცდელობები, ბავშვების მხარდაჭერის. და არც ერთი წამით ჩემი ცხოვრების იმ მძიმე მომენტებს, არაფერზე გავცვლი, ბედნიერი ვარ, რომ ჩოგბურთელების სამყაროში ერთი პატარა ჭანჭიკი ვიყავი.
ნიკას მხარდაჭერა ჩემი ვალია; მისი ეს უმაგრესი წარმატება ჰაერიდან არ მოსულა; ძალიან გრძელი და რთული ისტორიაა; ასეთი ისტორიის დისტანციიდან ბევრი ჩამოსულა დასაწყისშივე.
მე მჯერა, უფრო დიდი წარმატების და დღეების, ნიკასთვის.
კიდევ ერთხელ, ჯანმრთელობას ვუსურვებ ნიკას, მის მშობლებს და შვილს სოლიდარობას ვუცხადებ.
ნეკას კი საქმის გამოტანას ვთხოვ და ბრალდების გაუქმებას,
და დანარჩენ”ჭორიკნებს”, საქმის გამოტანაზე ილაპარაკეთ.
ეს იქნება თქვენი მხარდაჭერა ორივესთვის.
Baia Pataraia
სტატუსი ვნახე; ვერ გიკომენტებ, დახურული გაქვს სხვისი კომენტარი;
ნუ აყენებ ოჯახს შეურაცხყოფას; გამოატანინეთ ნეკას საქმე; “რაღაც ტილიანი 100.000 მიუგდო” გონს მოდი რა თანხებით აპელირებ და ოჯახს “მანიაკს” ნუ ეძახი.
გამოატანინე იმ
გოგოს საქმე. ნუ მანიპულირებ უტვინოობით შენი ერთდღიანი ვაი “ფემინისტკას” კარიერისთვის", - ვკითხულობთ პოსტსში.
მასალის გამოყენების პირობები