ვერძი
ხელსაყრელი დღეა ჯგუფური მუშაობის, ერთობლივი საქმიანობის და თანამოაზრეებთან ერთად აქტიური დასვენებისთვის. ვერძ ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, საზოგადოებაში გაიბრწყინონ და საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები გამოავლინონს. მოსალოდნელია ახალი გატაცება, რომელიც სამწუხაროდ, ხანმოკლე იქნება. ვარსკვლავები მამაკაცებს ურჩევენ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციონ. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება ან ტრამვები. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.
კურო
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ პროფესიული საქმიანობის სფეროში აქტიურ მოქმედებებს ერიდოთ. ვნებების აყოლა არასასურველ შედეგებს გამოიწვევს. ერიდეთ ეგოიზმის გამოვლენას და ეცადეთ, ყურადღება პოზიტიურ აზრებზე გაამახვილოთ. სავარაუდოდ, თანამშრომლები, მეგობრები ან ოჯახის წევრები თქვენს დახმარებას ელიან.
ტყუპები
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, თავი შეიკავოთ პროფესიულ სფეროში აქტიურობისგან, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ. ვარსკვლავები თავშეკავებას და რეალობის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას გირჩევენ. უარი თქვით არასასურველ კონტაქტებზე. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები. შესაძლოა, ძველი სესხები გაგახსენონ ან ნათესავების და ახლობლების დახმარება მოგიწიოთ.
კირჩხიბი
საშიში დღეა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ტრამვა ან უბედური შემთხვევა. უსაფრთხოების ზომების დაცვა უსიამოვნებებს თავიდან აგაცილებთ. გაატარეთ ეს დღე ოჯახთან ერთად. ძველი მეგობარი ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ და თავის ერთგულებაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით.
ლომი
ხელსაყრელი დღეა კოლექტიური საქმიანობისა და თანამოაზრეებთან ერთად აქტიური დასვენებისთვის. თქვენი დიდსულოვნება და კეთილშობილება ნებისმიერ საზოგადოებას დაამშვენებს და გარშემო მყოფებს მომავლის რწმენას ჩაუნერგავს. არ არის გამორიცხული ახალი გატაცება, რომელიც, სამწუხაროდ, ხანმოკლე იქნება. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.
ქალწული
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი. ქალებს ახალი გატაცება ელით. თქვენი ბობოქარი ენერგია გარშემო მყოფებს სიხარულსა და ოპტიმიზმს ჩაუნერგავს. ვარსკვლავები მამაკაცებს გუნდურ მუშაობას, ერთობლივ პროექტებში ჩართვას და თანამოაზრეებთან ერთად აქტიურ დასვენებას ურჩევენ.
სასწორი
მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, რაც სავარაუდოდ, ძარცვას და ძვირფასი ნივთების დაკარგვას უკავშირდება. მამაკაცები დისკომფორტს და გაღიზიანებას განიცდიან. მოიცილეთ ეჭვები და ახლობელ ადამიანებს ენდეთ. სასიამოვნო დღეა მოგზაურობისა და ლაშქრობისთვის.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა საქმიანი ნაცნობებისთვის. ნუ იჩქარებთ ყველა შეთავაზების მიღებას, რადგან ბევრი მათგანი შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს. იყავით მომთმენი და ყურადღებიანი ახლობლების მიმართ - მოსალოდნელია გართულებები ბავშვებთან ურთიერთობაში.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, გართობისა და მხიარულებისთვის. მშვილდოსანი მამაკაცების ენერგია გარშემომყოფებს ოპტიმიზმს ჩაუნერგავს. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას - მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება ან დაზიანებები. ავტომობილის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ და ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.
თხის რქა
თხის რქა ქალებს ახალი გატაცება ელით, მაგრამ პარტნიორი თქვენს წარმოდგენას იდეალის შესახებ არ შეესაბამება. თხის რქა მამაკაცებს ვურჩევთ, ოჯახის უფროს წევრებს მეტი ყურადღება მიაქციონ. სავარაუდოდ, მათ თქვენი მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და უცხო ადამიანებთან ურთიერთობას.
მერწყული
მზად იყავით იმისთვის, რომ ვიღაც დილიდან განწყობას გაგიფუჭებთ. გირჩევთ, არ დანიშნოთ შეხვედრები და ვიზიტები დღის პირველ ნახევარში. ემოციური და სტრესული ფონის გამო, ნათესავებთან და ახლობლებთან საერთო ენის პოვნა გაგიჭირდებათ. ცუდ განწყობასთან გამკლავებაში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ.
თევზები
არახელსაყრელი დღეა სადავო საკითხების საბოლოო გადაწყვეტისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და ჩვეულთან შედარებით, თავშეკავებით იმოქმედოთ. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ძველ მეგობართან შეხვედრამ შეიძლება ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეები გაგახსენოთ.
მასალის გამოყენების პირობები






