საოცარი ისტორია - 45 წლის ქვრივმა, შორენა აბრამიშვილმა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საკუთარი ცხოვრება შვილებსა და შვილობილებს მიუძღვნა.
როგორც თავად ამბობს, შვილების მხარდაჭერით ორი გოგონა იშვილა და დანახახვისთანავე "მოცვივიდენენ და ჩაეხუტნენ".
"ერთ დღეს ვთქვი, რომ მე ჩემს შვილებს ვჭირდები-თქო და მათივე დახმარებით წამოვდექი ფეხზე. მინდოდა რამე გამეკეთებინა, რამე კარგი, რითაც მეც და სხვებიც ბედნიერები იქნებოდნენ. ვიფიქრე, რომ ბავშვი ამეყვანა და გამეზარდა, ვგრძნობდი რომ იყვნენ ბავშვები, რომლებსაც მე ვჭირდებოდი, რომლებსაც მე გავაბედნიერებდი. ეს ვთქვი ოჯახის წევრებთან და ჩემი შვილები დამეხმარნენ. გადავწყვიტეთ სახელმწიფო პროგრამებში ჩავრთულიყავი. მოვაგროვეთ საბუთები. დამირეკეს სოციალური სააგენტოდან და ასეთი რამ მითხრეს – შორენა გამოჩნდა ორი ბავშვი, დები არიან და თუ შეგიძლიათ ორივეს აყვანა?“, არც კი დავფიქრებულვარ დავთანხმდი. მომიყვანეს ორი საყვარელი გოგონა, 4წლის და 8 წლისები.
ბავშვები რომ მომიყვანეს, ეზოში შემოვიდნენ თუ არა, მოცვივდნენ და ჩამეხუტნენ. ეს იყო სასწაული, მთლიანად გავთბი. თავიდანვე თბილად დაიწყო ურთიერთობა, უფროსი 8 წლის იყო და სკოლაში არც იყო ნამყოფი, პირველად დავაჭერინე კალამი, ვასწავლე წერა კითხვა. სკოლაში მივიყვანე, ყველაფერს ვაკეთებდი მათთვის რაც შემეძლო და რაც არ შემეძლო. პროფესიით ფილოლოგი ვარ და ესეც დამეხმარა მათ განათლებაში დავხმარებოდი" , - ამბობს "პრაიმტაიმთან" აბრამიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები