ნიკოლოზ ბასილაშვილის ისტორიულ გამარჯვებას უფლებადამცველი , ბაია პატარაია, ეხმაურება და წერს, რომ ცოლის მცემელმა ერთი გამარჯვებით "კაცების კაცის" ტიტულიც კი დაიმსახურა.
მისივე თქმით, "არაფერი ესმით კაცობის ამ ყვეყანაში".
“კაცების კაცის” ტიტულიც დაიმსახურა ცოლის მცემელმა კაცმა ერთი მატჩით. სპორტული აღტყინება რომ კაცებზე იდიოტურად მოქმედებს, ეს ხომ უკვე ვთქვი. ვის რაში აინტერესებს, ცოლს რომ სცემა ბასილაშვილმა, ბრალი რომ დაუმძიმდა გამოძიების მსვლელობისას, შემაკავებელი ორდერი რომ ნაღდად გამოწერილია მასზე და ეს მაინცაა უკვე სასამართლოთი დადასტურებული…ეჰჰჰ… არაფერი ესმით კაცებს “კაცობისა” ამ ქვეყანაში”, – წერს პატარაია.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარულ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერზე გაიმარჯვა.
მასალის გამოყენების პირობები