500 Startups-ის მეორე ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:24, 12 Mar, 2021     1721

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი, წარმატებით აგრძელებს სააქსელერაციო პროგრამას. 11 მარტს გამართული დემო დღის ფარგლებში, პროექტის ფინალისტებმა საკუთარი სტარტაპები ინვესტორებს წარუდგინეს. დღის ბოლოს კი ის ორი გამარჯვებული: PAYZE და Agrolabs გამოვლინდა, რომლებიც Silicon Valley Immersion-ში მონაწილეობისთვის სან-ფრანცისკოში გაემგზავრებიან.

ღონისძიებაზე ის 10 კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელიც 140-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეირჩა და აქსელერაციის 3 რთული ეტაპი წარმატებით გაიარა. ესენია: Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me. ამ კომპანიებმა, პროექტის ფარგლებში, საკუთარი იდეების დახვეწაზე, მსოფლიო რანგის მენტორებთან ერთად იმუშავეს, ხოლო მათგან 5-მა სტარტაპმა: PAYZE, Kvalifika, YouTravel.me, Agrolabs, Corebook, საქართველოს ბანკისგან დამატებითი ინვესტიცია მოიპოვა.

„მოხარული ვართ, რომ მსოფლიოში მოწინავე ბიზნეს აქსელერატორი წარმატებით აგრძელებს საქართველოში ოპერირებას. პროექტის ფარგლებში არაერთ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი იდეების დახვეწაზე მაღალკვალიფიციურ, საერთაშორისო მენტორებთან ერთად ემუშავა. უკვე პროგრამის მეორე ნაკადის გამარჯვებული სტარტაპები გამოვლინდნენ, რომლებიც საკუთარი საქმიანობის გასავითარებლად სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის ყველა მონაწილეს. გვჯერა, რომ 500 Georgia-მ უკვე მნიშვნელოვანი როლს ითამაშა როგორც ქართული კომპანიების, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, 500 Georgia-ს პირველ ნაკადში მონაწილე კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 16.5 მლნ ლარს შეადგენს, მათგან 2 გამარჯვებული, Cardeal-ს და Cargon-ს წელს სილიკონ ველიზე გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

500 Startups-ი ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42