როდის დაიწყება ვაქცინაცია - ცერვაძის განმარტება
COVID-19 - 00:01, 12 Mar, 2021     1581

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მომარაგებულია უკლებლივ ყველა მედიკამენტი და აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია ალერგიული გართულების შემთხვევაში.

ცერცვაძის განცხადებით, შერჩეული კლინიკები აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკით, მედპერსონალი კი გადამზადებულია ერთი მხრივ ვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვისთვის, მეორე მხრივ კი შესაძლო გართულებების მართვისთვის და ვაქცინაცია , დიდი ალბათობით ორშაბათიდან დაიწყება.

"ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია უკვე ის კლინიკები, სადაც იქნება ვაქცინაციის საიტები, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იქნება ინფექციური საავადმყოფო. სივრცის მოწყობა მოხდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, ისევე როგორც ინვენტარისა და აღჭურვილობის.

ჩვენთან სამი ბრიგადა იმუშავებს პარალელურად, რომელმაც გაიარა სპეციალური ტრენინგი ოპტიმალურად, რათა ვაქცინაციის პროცესი წარმართონ, რაც მთავარია, უსაფრთხოდ. ჩვენ გვაქვს მომარაგებული უკლებლივ ყველა მედიკამენტი და ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ გართულებების ცალკეული ერთეული შემთხვევები მოხდა და მათ შორის ალერგიული გართულების, რაც, ბუნებრივია. მთელს მსოფლიოში აცრილების რაღაც პროცენტს უვითარდება გვერდითი მოვლენები, მათ შორის, ძალიან იშვიათად სერიოზული ალერგიული რეაქციებიც და ჩვენი ცენტრი, ისევე როგორც სხვა კლინიკები, მთლიანად მზად არის, როგორც ვაქცინაციის შეუფერხებლად წარმართვისთვის, ისე შესაძლო გართულებების გამოვლენის შემთხვევაში, მისი მართვისთვის.

რაც შეეხება დაწყებას, მინიმალური დაყოვნება იქნება ვაქცინის შემოტანის შემდგომ. შაბათს ელოდებიან რომ შემოვა, განბაჟებასა და აუცილებელ პროცედურებს დასჭირდება ერთი ან ორი დღე და ვვარაუდობთ, რომ ორშაბათიდან ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას“, - განაცხადა ცერცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42