ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ მესამე-მეოთხე კვარტალში დაიწყებენ მასობრივი ვაქცინაციის კკამპანიას, ანუ არარისკჯგუფში შემავალი მოქალაქეების აცრას. მისი თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე რამდენად სწრაფად მოახერხებენ დამატებითი დოზების მიღებას.
"ჩვენ, უკვე მეორე-მესამე კვარტალი დაგვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ ვაქცინები, რაც დაგვჭირდება არარისკგუფი მოქალაქეების ასაცრელად. რისკ-ჯგუფების მოსახლეობა შეადგენს 860 ათასს. მასიური ვაქცინაციის კამპანია ჩვენ დაგეგმილი გავქვს მესამე-მეოთხე კვარტალში. მანამდე, პირველ-მეორე კვარტალში იქნება ინტენსიური ვაქცინაცია პრიორიტეტული ჯგუფებისთვის...
ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად მოხდება დამატებითი დოზების მობილიზება, მაგრამ მესამე-მეოთხე კვარტალი არის უფრო ფართო მობილიზაციისთვის", - ამბობს თამარ გაბუნია.
საქართველოში ვაქცინა შაბათიდან, 13 მარტიდან შემოვა. შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე ქვეყანა ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






