ცნობილმა ტელეწამყვანმა დმიტრი გორტონმა ტელეარხ “Украина 24”-ის ეთერში სკანდალური წინასწარმეტყველება გააკეთა. მისი თქმით, 15 მარტს უკრაინელები შეიტყობენ შემაშფოთებელ ინფორმაციას, რომელიც ქვეყნის მომავალზე იმოქმედებს.
"ჩვენ რთული გამოცდა გველის. ვფიქრობ, 15 მარტს, ორშაბათს, უკრაინული საზოგადოებისთვის მძიმე დღე იქნება," - განაცხადა გორდონმა.
მას არ დაუზუსტებია ინფორმაციის შინაარსი, მაგრამ განაცხადა, რომ "ვინც საჭიროა, ამის შესახებ უკვე იცის".
სკანდალური განცხადების შემდეგ ჟურნალისტებმა და სოცქსელების მომხმარებლებმა დაიწყეს მკითხაობა, თუ რას შეიძლება შეეხოს ეს შემაშფოთბელი ინფორმაცია.
ზოგს მიაჩნია, რომ ეს ზელენსკის გადადგომა იქნება, ზოგი უფრო შორს მიდის და უკრაინის რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ საუბრობს.
თუმცა, არის ერთი, რეალობასთან ახლო მდგომი ვერსიაც - ორშავბათშ შეიძლება გამოქვეყნდეს Bellingcat-ის გამოძიოების შედეგები, სადაც წარმოჩენილი იქნება პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკისა და სხვათა როლი "ვაგნერის" მებრძოლების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ჩავარდნის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






