ჯგუფური ანგარიშსწორება პოლიციელზე - შიდა ქართლში მომხდარი დაპირისპირების კადრებს "მთავარი არხი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელზე ძალადობაში მხილებული ადამიანები "ოცნებასთან" დაახლოებული პირები არიან.
დაზიანებულ სამართალდამცველს მიღებული ტრავმების გამო კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მოხდა. პოლიციელი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, კლინიკიდან გუშინ გამოწერეს.
რაც შეეხება თავდამსხმელებს, პოლიციელს თავს დაესხნენ "ოცნების" კოორდინატორის ნათესავები, რომლებსაც სამართალდამცველმა შენიშვნა მისცა მანქანით დიდი სიჩქარით გადაადგილების გამო.
ამ შენიშვნას დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს.
პოლიციელზე თავდასხმის გამო დაკავებული ორი პირი საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. ცნობილი ხდება, რომ დაზარალებული პოლიციელი იგოეთის განყოფილებაში მუშაობს.
წყარო: მთავარი არხი.
მასალის გამოყენების პირობები