ალკოჰოლი ხშირად ადამიანებს ეხმარება გახსნაში და სექსუალური აქტიურობის გამოვლენაში, მაგრამ ზოგჯერ ცუდ შედეგებსაც იწვევს. გთავაზობთ მათი "ურთიერთობის" დადებით და უარყოფით მხარეებს.
„დადებითი“
ალკოჰოლი აკრძალვებისგან ათავისუფლებს
ის ლიბიდოს არ ზრდის როგორც ასეთი, მაგრამ გვეხმარება მღელვარებასთან გამკლავებასა და დაბრკოლებების გადალახვაში , რაც სექსს უშლის ხელს. შეგიძლიათ ღვინის რამდენიმე ბოკალის დახმარებით გათავისუფლდეთ განცდებისგან ფიგურის ან იმის გამო , გამოვა თუ არა პარტნიორისთვის ორგაზმის მინიჭება. ალკოჰოლი ამარტივებს კომუნიკაციას და შესაბამის განწყობას ქმნის: არაფერი ცუდი არ მოხდება.
სპირტიანი დღევანდელზე ყურადღების გამახვილებაში გვეხმარებაერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც სურვილს ამცირებს,- სტრესია. ალკოჰოლი ნეირონების აქტიურობას და მღელვარების დონეს ამცირებს. ხოლო კარგი სექსი პრობლემებისგან და საქმეების უსასრულო სიისგან ყურადღების სრულ გადატანას მოითხოვს.
პარტნიორის მიმართ სიმპათიას აძლიერებსკვლევები აჩვენებს, რომ დალევის შემდეგ ადამიანები სხვებს უფრო მიმზიდველად თვლიან. რა თქმა უნდა, ურთიერთობების ხანგრძლივობა, განწყობა და კავშირიც ახდენენ გავლენას, მაგრამ მთლიანობაში „სურათი“ უკეთესი ხდება.
სიახლოვის სურვილს აძლიერებსალკოჰოლი ტვინის წინაფრონტალურ ქერქზე ახდენს გავლენას, რომელიც ემოციებზე აგებს პასუხს. ეს გვაძლევს საშუალებას, უფრო კომუნიკაბელური გავხდეთ და , მაგალითად, გრძნობების განხილვა დავიწყოთ. თუ გინდათ გაიგოთ, როგორი დამოკიდებულება აქვს მას შენ მიმართ, ცოტა ღვინო დალიეთ. მაგრამ დიდ დოზებში ალკოჰოლი უკუ ეფექტს იწვევს.
„უარყოფითი“
ზოგიერთი ადამიანისთვის დალევა აკრძალულია
ვიღაც ალკოჰოლიზმისკენ არის მიდრეკილი, და ვიღაც წამლებს სვამს, რომელთა მიღებაც არ შეიძლება სპირტიანთან ერთად. ასე რომ, შეიძლება დადებით ეფექტს ვერ მიაღწიოთ, და საღამო გააფუჭოთ.
თანხმობა და განსჯაალკოჰოლი შეიძლება დაუცველი სექსის ან ფანტაზიების განხორციელების მსგავსი არასაჭირო „გმირობების“ მიზეზი გახდეს, რაც შენ არ მოგეწონება. უარესი უსიამოვნებებიც ხდება, რომელთა თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, ალკოჰოლს ძირითადი რეაქციები რომ არ შეენელებინა.
ცუდი სექსიალკოჰოლის დიდი დოზები მამაკაცებში სექსუალურ დისფუნქციას და ქალებში წასაცხები ნივთიერების რაოდენობის შემცირებას იწვევს .
პარტნიორისგან განცალკევებასპირტიანის დიდი რაოდენობის მიღების შემდეგ მიმდინარე მომენტზე კონცენტრირების მაგივრად შეიძლება ყველაფრისგან სრულიად განცალკევებული აღმოჩნდეთ.
მასალის გამოყენების პირობები






