რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები - "ექსპო ჯორჯიასთან" სამართალდამცველების მობილიზებაა
სპორტი - 11:26, 10 Mar, 2021     1736

რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი საათია დარჩენილი - "ექსპო ჯორჯიასთან", სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, პოლიციის უპრეცედენტოდ მაღალი მობილიზება შეინიშნება. მიზეზი ვეტერანი მორაგბეები არიან, რომლებიც ე.წ. სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავენ.

მათი განცხადებით, სარაგბო სამყაროში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლება "ქირურგიული წესით" ჩაერია და დღევანდელ ყრილობაზე სახელისუფლო კანდიდატს იოსებ ტყემალაძეს აირჩევენ. ვეტერანი მორაგეები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ:

"სამარცხვინოა მორაგბეებს შორის ამხელა არმიის ჩაყენება, არ ვიცი, როგორ უნდა მივმართო, რა ვთქვა, მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ არაფერი არ მოხდება, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ, იოსებ ტყემალაძეს ჩვენ ვეძახით იოსებ ბაღაფშს ან იოსებ არძინბას, რომელიც მოდის და ოკუპაციას უკეთებს ჩვენს ოჯახს, მასთან როგორ უნდა ვითანამშრომლოთ", - აცხადებს ვეტერანი მორაგბე ბობა კვინიხიძე.

ცნობისთვის, რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები განმეორებით ტარდება. პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს იოსებ ტყემალაძეს მორაგბეთა უმრავლესობა უპირისპირდება. მათ ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად 400 ხელმოწერა შეაგროვეს, თუმცა, უშედეგოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42