7 მარტს ცნობილ მსახიობს, ანდრეი მირონოვს 80 წელი შეუსრულდებოდა. იგი 1987 წლის 16 აგვისტოს 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი მეგობარი ალექსანდრე შირვინდტი მირონოვის უკანასკნელ დღეებს იხსენებს. ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც მირონოვი და შირვინდტი, სატირის თეატრთან ერთად რიგაში გასტროლებზე იმყოფებოდნენ. მირონივი ცუდად სცენაზე ყოფნისას გახდა, მან გონება დაკარგა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ტვინში სისხლის ჩაქცევის დიაგნოიზი დაუსვეს. 2 დღის შემდეგ მსახიობი გარდაიცვალა.
"ყველაფერი მახსოვს, თითქოს გუშინ მოხდა, ფიზიკური განცდა მახსოვს, მისი უკანასკნელი სიტყვები: "შურა, თავი..." - აცხადებს შირვინდტი.
მისი თქმით, მირონოვს თავის ტკივილები გარდაცვალებიდან 7-8 წლით ადრე დაეწყო, ტაშკენტში ყოფნისას ექიმებმა მას თავის ქალაში "რაღაც წარმონაქმნი" აღმოუჩინეს. მირონოვმა ამ ამბავს ყურადღება არ მიაქცია, მაშინ ექიმები აცხადებდნენ, რომ ეს გადაღლილობისა და მსახიობის დატვირთული გრაფიკის ბრალია.
"რიგაში მირონოვის თავში არსებული "ბომბი" გასკდა. ეს დიდი ანევრიზმა იყო. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ნეიროქირურგიის მამები აცხადებდნენ, რომ მსახიობი რომც გადარჩეს, ნორმალურ ცხოვრების წესს ვეღარ დაუბრუნდება, სრულად პარალიზებული იქნება" - იხსენებს სატირის თეატრის ამჟამინდელი დირექტორი, ალექსანდრე შირვინდტი.
მასალის გამოყენების პირობები






