განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც - თამარ გაბუნია
COVID-19 - 12:30, 09 Mar, 2021     1446

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციას სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე მიიღებს. მისი განმარტებით, განიხილება ასევე ჩინური ვაქცინის შემოტანაც:

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმწოდებლებთან გრძელდება, „კოვაქსის პლატფორმით“. როგორც უკვე იყო დაანონსებული, 22 მარტის კვირაში ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას და ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 22 მარტის კვირაში არის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ჩამოვიდეს. ამდენად, მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის ინფორმაცია, რასაც „კოვაქსი“ გვიდასტურებს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიებთან ბილატერალური შეთანხმების გაფორმებისთვის, მათ შორის გახლავთ, „მოდერნა“, ასევე „სინოფარმი“, „სინოვაკი“. მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინები განიხილება განსაკუთრებით, „სინოფარმი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის და მარტის ბოლომდე მოსალოდნელია მათ ავტორიზაცია მიიღონ, „სინოფარმი“ უკვე აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ, ამდენად, რეალურად, ჩვენი კანონმდებლობა ამ ვაქცინის განხილვის საშუალებას გვაძლევს. ვფიქრობ, მოკლე ხანში უფრო კონკრეტული ციფრები გვექნება იმასთან მიმართებაში, თუ „კოვაქსის პლატფორმის“ მიღმა რომელი მწარმოებლიდან, რა ვადებში და რა რაოდენობის ვაქცინების მობლიზება მოხდა ქვეყნის მიერ.

ინდოეთში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც იქ ვიზიტი გრძელდება. ინდოეთი ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწაროებელია, მათ შორის არის „ასტრაზენეკა“, რომელიც იწარმოება სერუმის ინსტიტუტის მიერ, ასევე „ნოვოვაქსი“, რომელიც ასევე წარმოებული იქნება სერუმის ინსტიტუტში და არის ინდური ვაქცინები, რომელსაც ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია, თუმცა, მათი რეგისტრაცია და გამოყენება დაიწყო არაერთმა ქვეყანამ - ინდური ვაქცინის მილიონობით დოზა შეიძინა მაგალითად, ბრაზილიამ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველანაირ შესაძლებლობას იკვლევს საგარეო საქმეთა სამინისტრო, „ასტრაზენეკა“, „ნოვოვაქსი“ სერუმის ინსტიტუტში იწარმოება და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

ყველანაირი დეტალი განიხილება, ინდოეთი გარკვეულწილად მკაცრად არეგულირებს დღეს ქვეყნიდან ვაქცინების გამოტანას, სწორედ ამიტომ არის საჭირო მაღალი დონის ვიზიტი. ყველანაირი დიპლომატიური არხი არის გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ დროულად მოვახერხოთ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი ჩვენი მიზნებისთვის. თავდაპირველად საუბარია მცირე რაოდენობაზე, თუმცა, „ნოვოვაქსის“ მიმართულებით ჩვენ დაახლოებით, მილიონ დოზაზე გამოვხატეთ ინტერესი და ასევე, „ნოვოვაქსის“ მოლოდინი გვაქვს ასევე „კოვაქსის პლატფორმიდან“, - განაცხადა გაბუნიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42