Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:24, 09 Mar, 2021     2747

უძრავი ქონების ყიდვა, გაყიდვა, ქირაობა - გაქირავება გინდა და არ იცი, როგორ გადადგა პირველი ნაბიჯი, სად მოძებნო განცხადება შენთვის შესაფერისი სახლის, ოფისის თუ აგარაკის შესახებ? მაშინ ამ საქმეში საუკეთესო მეგზურს გაგაცნობთ.

Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმაა საქართველოში, რომელიც გთავაზობთ ბაზარზე არსებული ქონების ყველაზე მეტ განცხადებას, რათა ყველანაირი სურვილის, ბიუჯეტისა და მოთხოვნების მქონე ადამიანის გემოვნება დააკმაყოფილოს.

რა სერვისს გვთავაზობს არეა?

თუ ბინის ქირაობა გინდა მოკლე, ან შედარებით გრძელი პერიოდით, ამ საქმეშიც შეგიძლია არეას იმედად იყო. ზუსტი მახასიათებლებით წარმოდგენილი განცხადება, გარწმუნებს იმაში, რომ დისტანციურადაც კი შეგიძლია იქირაო ბინა, თუნდაც სხვა ქალაქში და დათქმულ დღეს მშვიდად მიხვიდე შენს დროებით საცხოვრებელში.

ოფისებისა და კომერციული ფართების მოსაძიებლად ხომ არეა შეუცვლელი პარტნიორია. შენ ოღონდ მოისურვე და area.ge-ზე ნახავ სხვადასხვაგვარ ოფისსა და კომერციულ ფართს - ინვენტარით, თუ მის გარეშე, აივნით თუ მყუდრო ეზოთი, მცირე ზომის შეხვედრების ოთახით თუ საკონფერენციო დარბაზით. ჩამოწერეთ მახასიათებლები, მოკალათდით კომპიუტერთან და ვებ-გვერდი area.ge უძრავი ქონების სამყაროში გამოგზაურებთ.

დიახ, ესაა სივრცე, სადაც ასევე წარმოდგენილია დეველოპერული კომპანიების ყველაზე მეტი განცხადება. არეა დეველოპერების ერთგვარი „მარკეტფლეისია“, სადაც აარჩევ ბინას შენთვის სასურველ სართულზე, შენთვის სასიამოვნო ხედით, ოჯახის წევრებზე მორგებული ოთახების რაოდენობით, პარკინგით, ინფრასტრუქტურით და ზოგადად, ყველა იმ მახასიათებლით, რაც აქამდე გინატრია.

თან, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ თბილისში არსებული მშენებარე და ახალაშენებული კორპუსების შესახებ იხილავთ განცხადებებს. Area.ge გთავაზობთ ბინებსა თუ სახლებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ბათუმსა თუ ქუთაისში, ბაკურიანსა თუ გუდაურში, ანუ ყველგან, სადაც კი მოგინდებათ.

დაიმტკიცე იპოთეკური სესხი დისტანციურად

იმისათვის, რომ იპოთეკური სესხი აიღო და ბინა იყიდო, საქართველოში ყოფნა აუცილებელი აღარ არის. არეას საშუალებით ემიგრანტებსაც აქვთ შესაძლებლობა დისტანციურად გააგზავნონ იპოთეკური სესხის მოთხოვნა. თუ ემიგრაციაში ხარ და გსურს, საქართველოში შეიძინო უძრავი ქონება, მოითხოვე იპოთეკური სესხი დისტანციურად. შეარჩიე შენთვის სასურველი ქონება, იმავე გვერდზე მოძებნე ფუნქციონალი „მოითხოვე სესხი“ და დაიმტკიცე სესხი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42