მისი ქალიშვილი, ლენუკა წერს:
“უღრმესი მადლობა ყველას იმ დიდი გვერდში დგომისთვის, რასაც გამოხატავთ ჩემი ოჯახის მიმართ, მაგრამ ამ ეტაპზე თანხის შეგროვებას აზრი არ აქვს, რადგან ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოსულია სხვა ქვეყნიდან, დიდი ალბათობით მისთვის ნაკლებად ღირებული და უცხოა, წინაპრებისაგან მიღებული მემკვიდრეობა რამდენად ძვირფასი შეიძლება იყოს ადამიანისთვის. მას მხოლოდ მატერიალური სარგებლის მიღება სურს, იმ სახლიდან, რომელშიც ჩემი წინაპრების ოთხი თაობა ცხოვრობდა და გადმოგვეცა მემკვიდრეობით, არ გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვისყიდოთ ჩემი წინაპრების სახლი, დავუბრუნოთ მისი გადახდილი თანხა სრულად, ბოლო თეთრამდე, რაც მან გადაიხადა, იმ გაურკვეველ აუქციონზე, სადაც ჩვენ უნდა გვქონოდა პრიორიტეტი შეძენისას და გამოსყიდვისას, როდესაც ბანკმა სიტყვიერად მოგვცა დაპირება, რომ გვექნებოდა ერთი წლის ვადა გამოსყიდვისთვის და ერთ კვირაში მოაწყო სასწრაფოდ, გაურკვეველი მიზეზებით, აუქციონი და მიყიდა ჟან ფრედერიკ პოლსენს (Jean Frederic Paulsen), არ მოგვეცა საშუალება, ჩემი დიდი ბაბუის დატოვებული სახლი დამებრუნებინა, რასაც ბანკი გვიყიდიდა, იმ ადამიანების გამო, ვინც აიღო ბანკიდან სესხი, ჩვენი სახლის უზრუნველყოფით და ხელი მოგვაწერინეს მოტყუებით, როდესაც ჩვენ სხვა ინფორმაცია გვქონდა, რომ მივაქირავეთ კომპანიას, საიდანაც უნდა აგვეღო ქირა და ბანკიდან ჩვენ ერთი ლარიც არ გამოგვიტანია სესხად. თქვენი გვერდში დგომა და დახმარება გვჭირდება იმაში, რომ ეს ადამიანი, ჟან ფრედერიკ პოლსენი (Jean Frederic Paulsen), მივიყვანოთ იმ აზრამდე, რომ თავისი გადახდილი ფულის უკან დაბრუნების საშუალება მოგვცეს და ამის სანაცვლოდ დაგვიბრუნოს ჩემი ოჯახის წინაპრების დატოვებული სახლი. არ ვთხოვთ ჩვენ მას, რომ რაიმე გვაჩუქოს, რაიმე ფინანსური ზიანი მიადგეს მას, ან ვინმეს, უბრალოდ, მოგვცეს საშუალება, რომ გამოვისყიდოთ ჩემი ოჯახის ბინა. რაც ყველაზე გასაკვირი და შეურაცხმყოფელია, ეს ადამიანი, ჟან ფრედერიკ პოლსენი (Jean Frederic Paulsen), დღემდე ცდილობს, კიდევ ჩვენ დაგვაკისროს ვალი,(რასაც ადასტურებს მუქარის წერილი, რომელიც მისმა წარმომადგენლებმა გამოგვიგზავნეს) იმის გამო, რომ ჩვენ თურმე ხელს ვუშლით მას ამ სახლში ბიზნესინტერესების განხორციელებაში”.
მასალის გამოყენების პირობები