ქალს საყვარელი მამაკაცი"სრულიად სულელური მიზეზის გამო" დაშორდა, რადგან ქალი ხშირად McDonalds-ში იპარებოდა - ამ დროს კი კაცი ღალატში ადანაშაულებდა.
ქალი ამბობს, რომ როცა წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა, კაცს დაჰპირდა, რომ მასსავით ვეგანი გახდებოდა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს ისიც აღარ მიეკარებოდა. დაპირების მიუხედავად, ქალი ამბობს, რომ ცდუნებას ვერ უძლებდა, როცა McDonalds-ის ქათმის ნაგეტსები ახსენდებოდა და მათ მისართმევად, ჩუმად იპარებოდა სწრაფი კვების ობიექტში.
ამის შესახებ გამოცემა SUN-ი წერს.
"ამას თვეების განმავლობაში ვაკეთებდი, მაგრამ ჩემს ყოფილს ჩემში ეჭვი ეპარებოდა. ცხადია, მისთვის არ მიღალატია, მაგრამ როცა რეალური მიზეზი ვუთხარი, განაცხადა, რომ ამას ღალატის დასამალად ვიგონებდი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ურთიერთობა ასე სულელურად დასრულდებოდა“, - ამბობს ქალი.
მასალის გამოყენების პირობები