მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ დედაზე წერს, რომ ძალიან ნანობს ყველა უხეშ სიტყვას რაც კი ოდესმე უთქვამს მისი მისართით.
მომღერალი ამბობს, რომ ამას იმიტომ აკეთებს, რათა ხსხვებმა დააფასონ დედები სიცოცხლეშივე და უხეშად არ მოექცნენ და მოეფერონ.
"ალბათ, ყველას გიუხეშიათ დედასთან, განსაკუთრებით იმ ასაკში, როცა თავის დამკვიდრებას ვცდილობდით ან ცდილობთ… მე ბევრჯერ მიუხეშია… “აუ, კაი რა, დეეე, მე ვიცი ჩემის საქმის, დამანებე თავი, ნუ მახსენებ, ისედაც მახსოვს, არ მინდა, არ მეცალა და ვერ გიპასუხე”… ეს ყველაფერი ჩემი სიტყვებია… მართალია, ძალიან იშვიათად ხდებოდა ეს, მაგრამ ხდებოდა. დედაჩემი სინანულით შემომხედავდა და მეტყოდა, არ თქვა დედიკო მასე, თორემ მერე გული დაგწყდებაო… რა თქმა უნდა, მართალი აღმოჩნდა ამჯერადაც…
მოეფერეთ დედიკოებს, სანამ ცოცხალი გყავთ. დაუჯერეთ მაშინაც კი, როცა გგონიათ, რომ ცდება. თურმე დედა ერთადერთია, ვინც არ ცდება.
დღეს ყველა ჩემი ნათქვამი სიტყვა გულზე მხვდება, ყველაფერი მახსენდება, როდის გავაბრაზე და რა ცუდი გოგო ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვეფერებოდი, სინანულის გრძნობას ვერ ვიშორებ.
ამ სტატუსს იმიტომ ვწერ, რომ იგივე არ იგრძნოთ. მოეფერეთ დედებს, სანამ დრო გვაქვს. ღმერთმა ყველას 100 წელი გიმყოფოთ თქვენი დედიკოები. ესეც ჩემი საჯარო ბოდიში თუ აღსარება. იქნებ ასე მომეშვას, მაგრამ არა მგონია…
დე, მიყვარხარ და ძალიან მენატრებით…
მამას არასდროს შევპასუხებივარ. ალბათ, მამას გოგო ვიყავი და მაგიტომ…" ,- წერს შერმადინი.
ცნობისთვის, ნინიმ 2020 წელს ორივე მშობელი დაკარგა. წლის დასაწყისში მამა, დეკემბერში კი, კორონავირუსით დედა გარდაეცვალა.
მასალის გამოყენების პირობები