ოპრა უინფრის ინტერვიუმ პრინც ჰარისთან და მეგან მარკლთან მსოფლიო აალაპარაკა.
მარკლიმ ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებიც სამეფო ოჯახში ცხოვრებას ჰქონდა. ასევე ისაუბრა მისი შვილის არჩის შესახებ და განაცხადა, რომ სამეფო ოჯახმა არჩის პრინცის სტატუსი იმიტომ არ მისცა, რომ მას შავკანიანი ბებია ჰყავს და შესაძლოა ბავშვიც შავკანიანი დაბადებულიყო.
მას შემდეგ, რაც ოპრამ მეგანს ჰკითხა რამდენად დაინტერესებულები იყვნენ სამეფო ოჯახის წევრები ბავშვის კანის ფერით, მეგანმა აღნიშნა, რომ ის არ დაასახელებს იმ ადამიანის სახელს ვინც ეს კითხვა დაუსვა, მაგრამ თავად კითხვის შინაარსი საზოგადოებას გააცნო:
„რამდენად მუქი კანი ექნება ბავშვს როცა დაიბადება?“, – ჰკითხეს მეგანს.
მეგანის თქმით, მას და ჰარის სურდათ არჩის პრინცის სტატუსი ჰქონოდა მისი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ სამეფო ოჯახმა ამაზე უარი სწორედ კანის ფერის გამო თქვა. არჩის შეუძლია მიიღოს მხოლოდ ლორდის სტატუსი და ეს განსაზღვულია ასი წლის წინ მეფე ჯორჯ მეხუთის მიერ შემოღებული წესების თანახმად.
მასალის გამოყენების პირობები






