"დაელოდა ჩემს ჩაძინებას და ბავშვი ფანჯრიდან გადააპარა" - 13 წლის მოზარდის ტრეფიკინგის შესაძლო მცდელობა თბილისში
კრიმინალი - 10:08, 08 Mar, 2021     1787

ტრეფიკინგის შესაძლო მცდელობა თბილისში - 19 წლის გოგომ 13 წლის არასრულწლოვანი მოტყუებით ბათუმში ჩაიყვანა, საიდანაც მისი თურქეთში გადაყვანა ჰქონდა განზრახული.

მოზარდი გოგონას დედის თქმით, ახალგაზრდა ქალმა ის ფანჯრიდან მაშინ გადააპარა, როდესაც ოჯახის წევრებს ეძინათ. მისი განმარტებით, ქალს თანამზრახველები ჰყავდა, გოგონას დაბადების მოწმობა კი დახია და ყალბი დოკუმენტებით სურდა სხვა პიროვნების სახელიტა და გვარით გადაეყვანა საზღვარზე:

"დაელოდა ჩემს ჩაძინებას, ბავშვი ფანჯრიდან გადააპარა, დილი 5-დან 6-მდე პერიოდში. 7-ის ნახევარზე მეუღლე მაღვიძებს და მეუბნება, რომ ბავშვი არ არის სახლში და მივმართე პოლიციას. დიდი საფუძველი და ეჭვები მაქვს იმისა, რომ ეს არის ტრეფიკინგი, რადგან იქიდან უკავშირდებოდა პიროვნება ამ გოგონას და ეუბნებოდა, რომ ბავშვის გადაყვანის პრობლემა საზღვარზე არ იყო და ამზადებდნენ ბავშვს გადასაყვანად. ეს ყველაფერი პოლიციას და ჩემს გამომძიებელს ვთხოვე, რომ მიიყვანეთ ბოლომდე და დღესაც დავუკავშირდი, ასე მეუბნებიან ბავშვი, ხომ სახლში გყავს მეტი რა გინდა. ხელწერილის საფუძველზე გუშინ ის გოგო დედამისს გააყოლეს სახლში. ძალოვან უწყებებზე ძალიან სერიოზული ეჭვი მაქვს", - განაცხადა მოზარდის დედამ.

"ერთ-ერთი იყო თავისი საქმრო, საქმოს ეძახდა, მას ელაპარაკებოდა, რომ უნდა გადავსულიყავით, თავიდან გვინდოდა თურქეთში გადავსულიყავით, ვერ ვაგვარებ საქმესო ეს ბიჭი ეუბნებოდა, შემდეგ უთხრა, რომ შევძლებდი ყალბი პირადობით და პასპორტით თურქეთში გადასვლას. არ მჯეროდა. ყალბი პასპორტებით, როგორ უნდა გადავიდეთ თქო. მაგრამ, ისე მქონდა გონება არეული, რომ ბოლოს მეთქი თუ გადავალთ კარგი გადავიდეთ", - თქვა არასრულწლოვანმა.

საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა, სავარაუდო დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებული არ არის - ის პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42