სოციალური ქსელის მომხმარებელი ამტკიცებს, რომ ბერა ქალებზე სექსუალურად ძალადობდა: "გოგოებს ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდათ, როგორ აშინებდნენ, როგორ ემუქრებოდნენ..."
სოც.მედია - 22:51, 07 Mar, 2021     16004

ფეისბუქის მომხმარებელი ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება და ამტკიცებს, გასაჯაროვებული მუქარის და ზეწოლის გარდა, ბერა ივანიშვილი ქალებზე სექსუალურადაც ძალადობდა.

მარიამ კაჭარავა წერს, რომ ბერა ქალებს აიძულებდა, მისი სექსუალური სურვილები დაეკმაყოფილებინათ.

მოქალაქის მიერ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„მარტივად მოვყვები, ისე რომ ბოდიშები არ მქონდეს მოსახდელი.

ამაზე ადრეც დავწერდი, თუმცა, როგორც ახლა, არც ადრე მქონდა ამის კონკრეტული სამხილები.

არ მოვყვები უბრალოდ დაშინებებზე, რაც ახლა გაჟღერდა, ამის ახლა ჩემი მეგობრებისგან მოყოლილი ისტორიებიდანაც მჯერა, მოვყვები იმ გოგოებზე, რომლებიც ბერას სექსუალური სურვილების იძულებითი დამკმაყოფილებლები აღმოჩნდნენ.

წლების წინ, მაშინ როცა ბიძინა-ბერაზე ავის თქმას ვერავინ გაბედავდა, რადიკალურად განსხვავებული საქმით, საცხოვრებელი ქალაქით, ასაკით და ინტერესებით, გოგოების ისტორიები მოვისმინე.

მათ ან მათ ახლობელ ადამიანებს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებდათ, ბერას "რჩეულები" იყვნენ.

ზოგი სადღაც ქუჩიდან "ააფრინეს", ზოგი ბარიდან, ზოგი კლუბიდან და ასე უკითხავად, ასე უხმოდ და უსამართლოდ მიჰგვარეს მაგ პერიოდში ახლად გამოჩეკილ უფლისწულს.

არასდროს ვყვები ისეთ რამეს, რაშიც ეჭვი მეპარება, არც იმას ვყვები, რაც შორიდან მოვიდა ჩემმამდე.

შეიძლება ჩემი ეს ზიზღის შეგრძნება, წლების შემდეგ, სწორედ ამ ისტორიებმა გამოიწვია.

თუმცა, კარგად მახსოვს აღწერები, რომ გოგოებს ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდათ, როგორ აშინებდნენ, როგორ ემუქრებოდნენ, როგორ ძალადობდნენ და ამ ისტორიებში არც ადრე და მითუმეტეს არც ახლა, ეჭვი არ მეპარება.

კონკრეტულად არ აღვწერ, როგორ ადამიანს შეუძლია ამ ყველაფრის კეთება საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდი ავადმყოფობაა და ეს ფაქტია.

ადრეც მინდოდა და ახლაც მინდა ამ გოგოებს ეს ყველაფერი თავად მოეყოლათ, თუმცა ვხვდები, როგორი რთული იყო მაშინ და როგორ ასმაგად რთულია წლების შემდეგაც.

სხვანაირ საქართველოში გაღვიძება იქნებოდა ნეტარება, მერე კიდევ ექნებოდა რამისთვის ბრძოლას აზრი", - წერს მომხმარებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42