"შემოვარდა ბერა საძმაკაცოთი, ამიკოს მეთაურობით 5-6 ბიჭი... შენ შვილიშვილს დააყენებინე, სანამ ჯანმრთელიაო" - ქრისტინე მარტიაშვილი
სოც.მედია - 18:23, 07 Mar, 2021     10051

კიდევ ერთი ისტორია ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით. Facebook-მომხმარებელი ქრისტინე მარტიაშვილი წერს, რომ ბერა ივანიშვილის პოსტზე კომენტარის დაწერის შემდეგ, პირად მიმოწერაში ბერას ძმაკაცი ამიკო ჯანელიძე "შეუვარდა" და გალანძღა. აქედან უკვე რამდენიმე წლის შემდეგ, ქრისტინესთან დაკავშირებით ბებიამისს დაურეკეს: "შენს შვილიშვილს დააყენებინე, სანამ ჯანმრთელიაო"...

ქრისტინე მარტიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ვიცი, რომ ეხლა დედაჩემი ისევ გაბრაზდება ამას რომ ვწერ, მაგრამ ამდენ ადამიანს რომ ვხედავ იგივე მდგომარეობაში და თან ზოგის კომენტარს, რომ შეთითხნილი ისტორიაა, მეცინება, თან ვბრაზდები!ყოველთვის მაქვს ის შეგრძნება, რომ მისმენენ და ეჭვი გამიმართლდა 3 თვის წინ, როდესაც ეთოს ველაპარაკებოდი, 90-იანებში შუა საუბარში რომ ერთვებოდნენ ტელეფონზე, ისე ჩამერთო ვიღაც გურამი. სულ მგონია, რომ ჩემი სოც ქსელიც კონტროლდება.

შარშანწინ, სანამ ბებია კიდევ ცოცხალი იყო, დამირეკა ძალიან აღელვებულმა, ძალიან გთხოვ, სულ 2 წუთით შემომიარეო. ბებიას სიმსივნე ჰქონდა ბოლო 6 წელი, ნახევარი ცხოვრება ჯერ თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და მერე ჩიტაძეზე, ძალიან უშიშარი ადამიანი იყო. ვიღაცამ დაურეკა და უთხრა, შენ შვილიშვილს დააყენებინე, სანამ ჯანმრთელიაო. ეგეთი აჭრელებული სახით, ეგეთი განერვიულებული და შეშინებული მე ნაზიკო არ მახსოვს. მაშინ სასაცილოდ არ მეყო, ახლა კი ვხვდები რაშიც იყო საქმე. ვიკამათეთ, ნუ მიკრძალავთ ჩემი აზრის დაფიქსირებასთქო. (მაშინ ბევრად აქტიური ვიყავი. ჩემს გარშემო უამრავ ადამიანს ეშინია აზრის დაფიქსირება და ფაქტია თავს არიდებენ. ბერას სიმღერასთან დაკავშირებული ისტორია კი დავწერე, მაგრამ ის, რაც სტუდიაში ვნახე ეგ აღარ დამიწერია. 2011 წელი იქნებოდა ალბათ, სიმღერა სმს-სთვის ვიყავი სტუდიაში, ცოტა ხანში ატყდა განგაში და შემოვარდა ბერა საძმაკაცოთი, ამიკოს მეთაურობით 5-6 ბიჭი. შემოიტანეს მაკბუკები და დაიწყეს ექაუნთების კეთება, ვიღაც ცუდ კომენტარებს მიწერს და გავარკვიოთ ვინ არისო. ამიკომ მე ორნაირ პროფილს გავაკეთებ, ერთიდან გაგინებ, მეორედან ამ ტიპს გავლანძღავ და გავარკვევ ვინ არისო.

ზუსტად მახსოვს ბერას სიტყვები “ხო იცი ძმაო ეგ საიდანაც მოდის?!” ხოდა გავარკვიოთო. ნუ, მაშინ მე ვერაფერს მივხვდი. გადის რამდენიმე თვე და ბერამ დაიწყო სტატუსების ქართულად წერა, ერთ-ერთი სტატუსი იყო “მამული, ენა, სარწმუნოება!” რაზეც მივუწერე, რომ კარგია, ქართულად რომ წერდა, მაგრამ სწორი “ენა, მამული, სარწმუნოება!” იყო, 2 წამში შემომივარდა ამიკო ჩატში და დაიწყო ჩემი ლანძღვა . თურმე როგორ მყვარებია ილია და მილიონი დამამცირებელი ტექსტები . 1% არ მეპარება ეჭვი, რომ ჩანაწერი ნამდვილია " - წერს მარტიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42