მუსიკოსი ზაზა ნოზაძე ეხმაურება TV პირველის მიერ გავრცელბულ ფარულ ჩანაწერებს და აცხადებს, რომ პირადად მსგავსი "ავადმყოფური გამოვლინების" მსხვერპლი არ გამხდარა, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას იზიარებს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს:
"საბედნიეროდ, პირადად არ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი ავადმყოფური გამოვლინების, თუმცა ნებისმიერი მსხვერპლის მდგომარეობას ვიზიარებ მთელი გულით და ყველანაირად პროტესტს ვუცხადებ, იმ ჩანაწერებს, რაც მოვისმინეთ, 100000%-ით!
თუ ეს ეგ არის სინამდვილე - ეგ არის სრულიად ამაზრზენი და დასაგმობი ფაქტები და მჯერა შესაბამისად დაიგმობა კიდეც! ვიდექი და ვიდგები, ყოველთვის იმ მხარეს სადაც ხალხია რომელიც, არავის პატიობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას", - აცხადებს ნოზაძე.
თუმცა მიუთითებს, რომ ეს არავის აძლევს უფლებას მის ცხოვრებაში იქექოს და საზოგადოებას ისე მიაწოდოს ჩემზე ცნობა, როგორც მას აწყობს, "რომ ამით კიდევ უფრო გაამყაროს მტკიცებულება".
მისი თქმით, წლების წინ მის მიერ გავრელებული ბოდიშის ამ ჩანაწერებთან "მიწერა" სრული სიყალბეა.
"არანაირი არაფერი ისეთი ყოფილა, რასაც შეიძლება ამ ჩანაწერთან კავშირი ქონდეს და მერე უკვე თქვენს გამოგონილ ზღაპრებთან. თქვენი დამონტაჟებული სიყალბე, სადაც აზრს არ მამთავრებინებთ, აკოწიწებთ და აწვდით საზოგადოებას როგორც გსურთს, სადამდე მიგიყვანთ ვერ ვხვდები! მე აქ ვარ და გეუბნებით რომ თქვენს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციები არ მემსახურება არც მე არც საზოგადოებას! სიბინძურეს ნუ ებრძვით სიბინძურით!", - წერს ნოზაძე.
მასალის გამოყენების პირობები