თიბისი ფეი სწრაფი გადახდების თანამედროვე სისტემაა. მისი გამოყენება მომენტალური გადახდების აპარატებით, ვებგვერდით და მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი. ციფრული პლატფორმის შექმნის შემდეგ, მომხმარებელს საშუალება აქვს გადახდები დისტაცნიურად, სახლიდან გაუსვლელად შეასრულოს. მობილური აპლიკაციით გადახდა კი განსაკუთრებულად მოსახერხებელია. რეგისტრაციას სულ 1 წუთი სჭირდება და ამისთვის მხოლოდ ტელეფონის ნომრის მითითება დაგჭირდებათ. ამის შემდეგ კი ისარგებლებთ გადახდების ერთიანი სივრცით, სადაც სხვადასხვა სერვისის გადახდის გარდა, თანხის მიღებას და გადარიცხვასაც შეძლებთ. აპის სხვადასხვა საჭირო ფუნქცია კი ამ ყველაფრის სწრაფად და მარტივად შესრულებაში დაგეხმარებათ:
შექმენით შაბლონები ხშირად გამოყენებული სერვისებისთვის. დაამახსოვრეთ ერთხელ თქვენი სააბონენტო ნომერი თუ სხვა საჭირო ინფორმაცია და აღარ მოგიწევთ გადახდების შესრულებისას ყოველ ჯერზე მონაცემების ახლიდან შეტანა;
ჩართეთ ავტომატური გადახდები და ყოველი თვის კონკრეტულ რიცხვში, თქვენ მიერ წინასწარ მითითებულ თარიღში, გადარიცხეთ თანხა საჭირო კომპანიის ბალანსზე, იქნება ეს მიკროსაფინანსო და სალომბარდე სესხი, საქველმოქმედო თუ სასწავლო ორგანიზაცია და სხვა.
მიიღეთ ქვითარი ელექტრონული სახით ყველა შესრულებული ტრანზაქციისთვის და საჭიროების შემთხვევაში ამობეჭდეთ.
ჩართეთ დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღების ფუნქცია და წინასწარ მითითებულ ნომერზე მიიღეთ SMS შეტყობინება თქვენს სააბონენტო ნომერზე დავალიანების ასახვისთანავე. ასე არასოდეს დაგავიწყდებათ მნიშვნელოვანი გადახდები.
მიაბით საბანკო ბარათი თქვენს პროფილს და გადაიხადეთ კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად. ამ გზის გამოყენებით, აღარ დაგჭირდებათ ბარათის მონაცემების ყოველ ჯერზე ხელახლა მითითება.
შეამოწმეთ გადახდების ისტორია ნებისმიერ დროს, აკონტროლეთ და შეადარეთ თქვენი დანახარჯები.
მოითხოვეთ თანხა საერთო თანხის შეგროვებისას. თუ სამეგობრო ერთად აგროვებთ ფულს, ან ლანჩის თანხას ინაწილებთ, ან ერთობლივ ღონისძიებას გეგმავთ, აუცილებლად დადგება ფულის შეგროვების დროც. და სწორედ ამ მომენტში შეგიძლიათ გაიხსენოთ თიბისი ფეის ინოვაციური სერვისი და აპლიკაციის გამოყენებით, მონაწილე პირებს თანხის მოთხოვნის შესახებ SMS შეტყობინება გაუგზავნოთ. თუ ისინი ჩარიცხვას დააგვიანებენ, შეგიძლიათ შეხსენების ფუნქციითაც ისარგებლოთ. ეს კი ყოველგვარ უხერხულობას აგარიდებთ თავიდან.
გადარიცხეთ თანხა თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით - მობილურის ნომრით, პირადი ნომრით ან ბარათიდან ბარათზე. გამოიყენეთ ის მონაცემები, რაც ხელთ გაქვთ. მიმღები პირი კი თანხას მომენტალურად მიიღებს.
მოძებნეთ საჭირო სერვისები სწრაფად და მარტივად. აპლიკაციაში წარმოდგენილი 1000-ზე მეტი სერვისი კატეგორიებადაა დაყოფილი, რაც ძებნას აადვილებს. თუმცა ასევე შეგიძლიათ სწრაფი ძებნის ფუნქცია გამოიყენოთ და პირდაპირ სახელის მითითებით მონახოთ თქვენთვის საჭირო კომპანია.
ისარგებლეთ უსაფრთხო პლატფორმით, სადაც ციფრული ფინანსური ტრანზაქციებისთვის საჭირო ყველა პირობა დაცულია. თიბისი ფეი საიმედო სივრცეა, სადაც თქვენს პერსონალურ და საბანკო მონაცემებს საფრთხე არ ემუქრებათ.
თიბისი ფეის აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ასევე iOS-ის მომხმარებლებისთვის. მის გადმოსაწერად მიჰყევით ბმულებს -
მასალის გამოყენების პირობები