ყველასთვის საყვარელი და მონატრებული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები“ მალე მე-17 სეზონს გახსნის.
როგორც ირკვევა, ჯერჯერობით, ერთ-ერთი პერსონაჟის, ბარბარიკას ხაზი არ განვითარდება.
თაკო კორინთელი, რომელიც "ბარბარიკას" როლს ასრულებდა, სერიალიდან წავიდა. მიზეზი კი "პოსტივიზე“ ტელეწამყვანის ამპლუაშ გამოჩენა გახდა.
"სერიალის გუნდი საქმის კურსშია. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ისინი და დიდ პატივს ვცემ. მათ ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებდი. ახლაც ასე მოვიქეცი. ჩემი პერსონაჟის – ბარბარიკას ხაზს რაც შეეხება, ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება, საერთოდ გაგრძელდება თუ არა, ან თუ გაგრძელდება, ვინ იქნება როლში“ , - ამბობს თაკო "გზასთან".
შეგახსენებთ, რომ ბარბარიკას პერსონაჟზე მსახიობიე რთხელ უკვე შეიცვალა. თავიდან ამ გმირს მარიშკა ჯავახაძე განასახიერებდა, რომელმაც ერთ დღეს სერიალიდან წასვლა გადაწყვიტა. ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი ბარბარიკა პოპულარულ სერიალში.
მასალის გამოყენების პირობები