ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ამბბს, რომ მისთვის მთავარია ბევრი ფული - მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ფუჭდებიან ფულით და არიან ადამიანები, რომლებიც, პირიქით, ბევრ საქმეს აკეთებენ.
სალომე თვლის, რომ ამ ყველაფრის კარგი მაგალითი ბიძინა ივანიშვილია.
"ჩემთვის აუცილებელია ფული (იცინის), ბევრი ფული. რომ ამბობენ, ფულით ვერაფერს იყიდიო, რა სისულელეა, ყველაფერს იყიდი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, უფრო მეტად გააკონტროლებ და მშვიდადაც იქნები, რაკი შენ გარშემო სხვებიც ბედნიერები იქნებიან და შეძლებ მათ დახმარებას.
არიან ადამიანები, რომლებიც ფუჭდებიან ფულით და არიან ადამიანები, რომლებიც, პირიქით, ბევრ საქმეს აკეთებენ… ვიცი, ამასაც პოლიტიკურ სარჩულს მიაკერებენ ახლა და იტყვიან, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობსო, თუმცა ის ნამდვილად კარგი მაგალითია, რადგან მაშინაც კი ეხმარებოდა ხალხს, როცა მისი სახელი და გვარიც არავინ იცოდა“, - ამბობს "გზასთან" გოგიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები