როგორც ირკვევა, გარდაცვლილია საკონტრაქო სამხედრო მოსამსახურე ჯონი ძინძიბაძე. ერთ-ერთი ვერსიით, 21 წლის ჯარისკაცი სამორიგეო ნაწილში იმყოფებოდა, როდესაც გასროლა მოხდა.
ძინძიბაძეს ტყვია შუბლში აქვს მოხვდედრილი, რაც დამატებით კითხვებს ბადებს.
ჯარისკაცი წუხელ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
"21:20 საათზე სამხედრო ნაწილიდან, სამხედრო მედპერსონალის მიერ შემოყვანილი იქნა სამხედრო მოსამსახურის გვამი. შემოსვლისას პაციენტს საციცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა შუბლისა და კეფის არეში", - განაცხადა კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღავნელმა, ანა დარგიშვილმა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სავარაუდო თვითმკვლელობა ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.
არსებობობს კიდევ ერთი დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ძინძიბაძე შეყვარებულს ეჩხუბა და სუიციდი მას შემდეგ ჩაიდინა. განიხილება თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაც.
გარდაცვლილის ოჯახი მედიასთან არ კონტაქტობს, თუმცა "ნიუპოსტს" უყვებიან, რომ ბიჭის მშობლებს თვითმკვლელობის არ სჯერათ.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები