26–წლიანი შეყვარებულობის შემდეგ 85 წლის მოხუცმა 91 წლის ქალი მოიყვანა ცოლად და ისინი მოხუცთა თავშესაფარში დაქორწინდნენ.
პიტერისა და ჯინის ქორწილი პანდემიის გამო არა ერთხელ გადაიდო. მაგრამ რადგან მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შობის შემდეგ გაუარესდა, ექიმმა წყვილს ურჩია თუ ქორწინება სურდათ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩაეტარებინათ ცერემონიალი. შესაბამისად, ქორწილი მოხუცთა თავშესაფარში გაიმართა და წყვილმა ჯვარიც დაიწერა.
პიტერი ჯინს განქორწინების შემდეგ 26 წლის განმავლობაში ხვდებოდა. მოხუცი ამბობს: „რა ვთქვა გარდა იმისა, რომ მიყვარს?“
ქოწილის ცერემონიალს მოხუცების ახლობლები ონლაინ დაესწრნენ, მათ შორის პიტერის ქალიშვილი და შვილიშვილიც „სკაიპის“ საშუალებით ჩაერთნენ.
ჯინი კი იხსენებს: „პიტერმა 25 წლის წინ მთხოვა ხელი, მაგრამ მე ვუთხარი, რომ არ გვეჩქარა და ასე მოხდა, ისე ჩანდა, რომ აღარასდროს გვექნებოდა ქორწილი, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება“.
წყვილი მოხუცთა თავშესაფარში განაგრძობს ცხოვრებას და ერთმანეთზე ზრუნვას.



მასალის გამოყენების პირობები






