"ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის" - ცერცვაძე
COVID-19 - 20:07, 03 Mar, 2021     1946

"ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ალბათ უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის" ,- აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, ისრაელში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვაქცინა აქვთ და მოსახლეობის პროცენტულად ყველაზე მაღალი რაოდენობა იცრება, ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 4000-ს მაინც არ ჩამოცდენია.

"ისრაელში, რომელმაც მოსახლეობის პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა აცრა, ყველაზე სარწმუნო მონაცემებით, ბოლო 1 კვირაა, ახალი შემთხვევების რაოდენობა 4000-ზე დაბლა არ ჩამოდის. მე ეჭვის ქვეშ კი არ ვაყენებ ვაქცინის ეფექტურობა, არამედ ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული, როგორც ერთადერთი საშუალება, სხვა ეპიდზედამხედველობის ზომები უნდა გაგრძელდეს, სანამ ვაქცინის პარალელურად, ეფექტური, ანტივირუსი მედიკამენტი არ იქნება გამოგონებული. ვიტყვი და ვინც უნდა შემომედავოს - ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ალბათ უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის. რადგან, მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე 10-ჯერ მეტი შემთხვევები აქვთ ინფიცირების. არ უნდა დავაკნინოთ ჩვენი ყველაფერი," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42