4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 17:11, 03 Mar, 2021     2353

ვერძი

კამათისა და დაპირისპირების ალბათობა ძალზე დიდია, თქვენი დღევანდელი განწყობა კი სწორედ რომ შესაფერისია ამ ვითარებისთვის - თავდაჯერებულობითა და გონებამახვილობით ნებისმიერ მწვავე დისკუსიაში მოიპოვებთ უპირატესობას.

კურო

დღეს შესაძლოა საკუთარი ფიქრების ლაბირინთში ისე დაიბნეთ, რომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაგიჭირდეთ. ნუ გაართულებთ სიტუაციას, შეეცადეთ მოიპოვოთ ირგვლივმყოფთა თანაგრძნობა და ყურად იღოთ მათი რჩევები.

ტყუპები

თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან და კარგად მოიძიეთ მთელი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე, ყოველ დეტალზე გაარკვიეთ ფაქტები და შესაბამისად იმოქმედეთ.

კირჩხიბი

თქვენი გონებრივი შესაძლებლობებით დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ ნებისმიერ შეკრებასა თუ მოლაპარაკებაზე, ნებისმიერ წრეში, ნებისმიერ სფეროში - ფილოსოფია იქნება ეს, მათემატიკა, ეკონომიკა თუ სხვა.

ლომი

აქტუალური ხდება თქვენი გარემომცველი და პირადი სივრცის კეთილმოწყობა და გადახალისება. არ არის გამორიცხული რემონტის თემაც. თქვენს თავში გაჩენილი ფერადი იდეები მოსვენებას არ გაძლევთ და განხორციელებას მოითხოვს.

ქალწული

დღეს შესაძლოა ისეთ ადამიანებს შეხვდეთ, რომლებთანაც მეტად სერიოზულ თემებზე მოგიწევთ საუბარი, მთავარია რეალობას თვალი გაუსწოროთ და არ აჰყვეთ ფანტაზიებს.

სასწორი

ნაყოფიერი დღეა, შესაძლოა მთელი თქვენი დროის რესურსი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხს მიუძღვნათ ან მოიფიქროთ მეტად ეფექტური პროექტი, რომელიც გაამართლებს თქვენს მოლოდინს.

მორიელი

წარმატებაა მოსალოდნელი ყველა სფეროში, მთავარია იმოქმედოთ პირადი მოსაზრებებით და ლოგიკაზე დაყრდნობით მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი ნააზრევი.

მშვილდოსანი

გაიაზრებთ რა მთელ პროცესს და იმ როლს, რომელსაც თქვენ გთავაზობენ, შეძლებთ მთელ ჯგუფთან ერთად ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე. მთავარია იცოდეთ რისთვის აკეთებთ ამას და რაშ გჭირდებათ გამარჯვება.

თხის რქა

პარტნიორული ურთიერთობებისთვის მხოლოდ სიმპატიების გამოხატვა არ არის საკმარისი, საჭიროა გქონდეთ საერთო ინტერესები და საერთო თემები. ლოგიკაზე დაყრდნობით შეძლებთ კავშირის გამყარებას.

მერწყული

საქმეში წარმატებისთვის აუცილებელია გეგმის შედგენა და არა სპონტანური ქმედება. ნებისმიერ საკითხში წარმატებას მიაღწევთ თუ ყველა დეტალი გააზრებული და კარგად მოფიქრებული გექნებათ.

თევზები

მოერიდეთ ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანებს და ყოველდღიურ რუტინულ წვრილმანებს. შეეცადეთ შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, მათთან ურთიერთობა სასიამოვნო განწყობით და პოზიტიური მუხტით აგავსებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42