ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საზოგადოებას ახალი კვლევის შედეგებს უზიარებს.
კვლევის თანახმად, პრეპარატი დექსამეტაზონი არის ერთ-ერთი მიზეზი კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილინობის შემცირებისა.
“დექსამეტაზონი არის ერთ-ერთი მიზეზი სიკვდილიანობის შემცირებისა კოვიდ-19-ის მძიმე ფორმების დროს. ყველა კვლევა ადასტურებს ამ პრეპარატის სარგებელს, მაგრამ მხოლოდ იმ პაციენტებში ვისაც ამა თუ იმ ფორმით სჭირდება ჟანგბადი.
არ შეიძლება დექსამეტაზონის გამოყენება კოვიდ-19-ის მსუბუქი ფორმით დაავადებულებში. არ უჩვენებია არც ერთ კლვევას ამ ჯგუფში დექსამეტაზონის სარგებელი. მითუმეტეს, არც ერთ კარგად დაგეგმილ, სანდო კვლევაში არ ყოფილა დექსამეტაზონის ის დოზები რასაც საქართველოში ხშირად იყენებენ.
ვისაც ოდნავ მაინც ესმის დექსამეტაზონის მოქმედების მექანიზმი, მიხვდება რატომ არის ის სასარგებლო მხოლოდ იმ პაციენტებში ვისაც მძიმე ანთებითი რეაქცია აქვს და რატომ არ მეორდება იგივე შედეგი იმ პაციენტებში ვისაც არ სჭირდება ჟანგბადით თერაპია.
საუკეთესო მედიკამენტიც კი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად მავნე თუ ის ჩვენების გარეშე გამოიყენე. კვლევებს კი სწორად წაკითხვა სჭირდება რათა იქიდან მიღებული ინფორმაცია სასარგებლო გამოცდილებად იქცეს პაციენტისთვის”, – წერს ნანა გეგეჭკორი.
მასალის გამოყენების პირობები