"65 წლის კაცს ცოლი გამექცა ...საბოლოოდ გამაუბედურა და სიბერის წლები მომიშხამა"
სოც.მედია - 15:00, 02 Mar, 2021     2386

65 წლის მამაკაცი მის ტრაგიკულ ისტორიას საჯაროდ ყვება, თუმცა ვინაობას არ ამხელს.

მისი თქმით, სულ ცდილობდ ოჯახის შეკოწიწებას თუმცა, 65 წლის ასაკში ცოლმა მაინც დატოვა.

"ნიუპოსტი" მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"29 წლის ვიყავი, ცოლი რომ შევირთე. მართალია, გარიგებით ვიქორწინე, მაგრამ მეუღლე მიყვარდა. დავინახე თუ არა, მომეწონა, მეგონა, რომ ჩემ მიმართ იგივე გრძნობები ექნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

შვილების გაზრდაში მე გაცილებით დიდი წვლილი მიმიძღვის, ვიდრე მას. ჩვენს გოგონებს ძალიან ვუყვარვარ. ბავშვებმა იმიტომ გამომარჩიეს, რომ მათზე ვზრუნავდი,

ჩემი ცოლი მუსიკის მასწავლებელი იყო და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, სამსახურში გამოპრანჭულს ევლო. არაფერს ვაკლებდი, ვშრომობდი, რომ ოჯახს ყველაფერი ჰქონოდა. ის კი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობდა. დამიჯერებთ, რომ ჩვენმა გოგონებმა პიანინოზე დაკვრა არ იციან? არ ასწავლა. სხვა ბავშვებს ამეცადინებდა და არ უფიქრია, რომ მუსიკალური განათლება შვილებსაც ჰქონოდათ.

ასეთ ქალთან კამათი და ჩხუბი ვის არ მოუვა და ჩვენც ვკამათობდით, ვჩხუბობდით. ჩემი ერთადერთი სურვილი იყო, ქმარ-შვილის მიმართ მეტი სიყვარული გამოეხატა, ის კი სულ თავს მაყვედრიდა, რომ ასაკით ჩემზე უმცროსი იყო და გარეგნობითაც – ბევრად უკეთესი. ხშირად გარბოდა სახლიდან, მაგრამ ისევ უკან ვაბრუნებდი.

ოჯახს ვაკოწიწებდი, რომ შვილებს დედა ჰყოლოდათ. ათას რამეზე ვხუჭავდი თვალს, რომ ჩვენთან ყოფილიყო. 65 წლის კაცს კი ოჯახი მაინც დამენგრა. ჩემი ცოლი სახლიდან გაიქცა. შვილებიც ეხვეწნენ, თავს ნუ მოგვჭრიო, მაგრამ არაფერი შეისმინა. გაიძახის, რომ მათ მამა უყვართ და დედა – არა.

ჩემგან წასული ხან ნათესავებს აფარებდა თავს, ხან დაქალებთან ათევდა ღამეებს და ხან – დაქალების შვილებთან. სიძეებმა თქვეს, ხალხი ჩვენზე რას იტყვის, ეს ქალი ასე ბარგშეკრული აქეთ-იქით რომ დადისო, ამიტომ ფული შეკრიბეს, დანაზოგი მეც მივეცი და სახლი ვუყიდეთ.

მაინც უმადურია, პირიქით, წილს აქეთ მთხოვს. ვეუბნები, სახლში დაბრუნდი და მე წავალ-მეთქი, მაგრამ არ უნდა. მეუბნება, მაგ ადგილს ვერ ვიტან, გაყიდე და იმ ფულით სადაც მინდა, იქ ვიყიდიო.

ჩემი ასაკის კაცები ოჯახში ყოფნით ტკბებიან, მე კი შვილების დედამ საბოლოოდ გამაუბედურა და სიბერის წლები მომიშხამა" ,- ვკითხულობთ წერილში.

წყარო: ჟურნალი "სარკე".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42