"ეს არის ჩემი ოჯახის ბიზნესი და ამაშია ბედნიერება" – რას საქმიანობს გოგოლა კალანდაძის მეუღლე
სოც.მედია - 11:53, 02 Mar, 2021     1930

მსხიობ გოგოლა კალანდაძის მეუღლეზე , ირაკლი ფერაძეზე , თითქმის არაფერია ცნობილი - მათ შორის, საზოგადობამ არ იცის რა პროფესიისაა და რას საქმიანობს.

გოგოლა საკმაოდ აქტიურია და საზოგადოებამ მასზე ბევრი რამე იცის , მათ შორის ის რომ ირაკლი გოგოლას მეორე ქმარია და მასთან მსახიობს სამი შვილი ჰყავს – დათუკა, ანამარია და დარია. მსახიობის უფროსი ქალიშვილი, ელენე ზურაბიშვილი კი 21 წლის გახლავთ…

თუმცა, რაღაც დეტალები ცნობილი გახდა, სულ ახლახან ირაკლი გადაცემის – “ყველაფერი ღვინოზე ანა გოდაბრელიძესთან ერთად” სტუმარი გახლდათ, სადაც მან თავის საქმიანობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მეღვინეობას ოცი წლის შემდეგ, 2008 წელს მიბრუნებია, თუმცა არასდროს ეგონა, რომ ეს საქმე ისევ შეუყვარდებოდა.

"პირველი ღვინო ჩემს აგარაკზე, არმაზში დავაყენე. მეგობრებს სულ ვაკრიტიკებდი, რა თქვენი საქმეა ღვინის დაყენება, წადით, იყიდეთ და მაღალი ხარისხის ღვინო მოიხმარეთ-მეთქი. მაგრამ ღვინოს დაყენება ქართველებს გენში გვაქვს. ის ჩვენს ბუნებაში ერთ-ერთი კომპლექსური სითხეა.

არ ვეთანხმები – დააყენე, წამოწექი და მერე ოდესღაც მიდი, მოხადე და ამოიღე. ღვინოს მუდმივი ჩართულობა სჭირდება, სათანადო ხარისხის მისაღებად, 24 საათიან შრომას ითხოვს.

როგორც მშობელი ვერ გამოარჩევს შვილს, ისე ვერ გეტყვით, რომელი ჯიშის ღვინო უფრო მიყვარს საკუთარი ღვინოებიდან. შეიძლება დღეს ერთი ჯობდეს მეორეს, უფრო მეტი პრიორიტეტი ჰქონდეს, მეორე წელს – სხვას. ეს ბუნებრივად ხდება.

მე დღეს სიღრმისეული ცოდნა მაკავშირებს მეღვინეობასთან. არის წიგნები, რომელსაც პერიოდულად ვუბრუნდები ხოლმე.

ეს არის ჩემი ოჯახის ბიზნესი და ძალიან მსიამოვნებს, რომ ამაში მე მარტო არ ვარ ჩართული. მშობლები, ძმა, ძმისშვილები, შვილები, ყველანი ჩართულები არიან მასში და ამაშია ბედნიერება…" ,- ამბობს ფერაძე გადაცემაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42