როგორ ვისარგებლოთ თიბისი დაზღვევის ციფრული სერვისებით
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:18, 01 Mar, 2021     1570
დღეისათვის, როცა მთელ მსოფლიოშია გაზრდილი დისტანციურ სერვისებზე მოთხოვნა, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ურთიერთობის მარტივ და მოსახერხებელ ფორმას სთავაზობს. უნივერსალურ ციფრულ პლატფორმაზე სადაზღვევო პროდუქტების შეძენა, ყოველთვიური გადახდების შესრულება და ონლაინ ანაზღაურება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. იმისათვის, რომ სხვადასხვა ნაკრების შეძენა და მათი გამოყენება კომფორტული და მოსახერხებელი იყოს, თიბისი დაზღვევა სხვადასხვა სახის ციფრულ არხს წარმოგიდგენთ. რაც მთავარია, ონლაინ სივრცეში მომხმარებელი კვლავ ისარგებლებს თიბისი დაზღვევის ორი მთვარი უპირატესობით - მომსახურების სისწრაფითა და სიმარტივით.

რისი დაზღვევა გსურთ?

ადამიანები აზღვევენ ყველაფერს, რაც მათთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. უპირველესად, დაზღვევის შეძენით, თავიდან ვირიდებთ მოულოდნელ ხარჯებს, რომლისთვისაც შესაძლოა მზად არ ვიყოთ. მეტი სიმშვიდისთვის ყოველთვის სჯობს წინასწარ განვსაზღვროთ, რა მიმართულებით გვსურს რისკების შემცირება და შევარჩიოთ სადაზღვევო ნაკრები, რომელიც ჩვენს მიერ არჩეული რისკების ეფექტურად მართვაში დაგვეხმარება. თიბისი დაზღვევის ონლაინ პლატფორმაზე მრავალფეროვანი ციფრული სერვისებია წარმოდგენილი. ერთმანეთისგან განსხვავებულ ნაკრებებში ყველა შეძლებს მისთვის სასურველის და მისაღების პოვნას. როგორ დავაზღვიოთ ის, რაც გვჭირდება?

ბინის დაზღვევა

ჩვენი საცხოვრებელი ბინის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი სადაზღვევო პრიდუქტია. ბინა, როგორ წესი, ძვირადღირებული შენაძენია, მისი დაზიანება კი მნიშვნელოვან ზიანს გვაყენებს. იმისათვის, რომ მოულოდნელ ხარჯებს არ შევუშინდეთ, სჯობს ჩვენი ციხე-სიმაგრე წინასწარ დავაზღვიოთ და მშვიდად განვაგრძოთ ცხოვრება. საჭიროების შემთხვევაში კი, თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს ხარჯებს თუ ჩვენი ქონება დაზიანდება მეზობლისგან შემოსული წყლით, კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, ელ. გაყვანილობის ან გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი გამოსვლით, ხანძრით ან აფეთქებით, სტიქიური მოვლენებით, ძარცვა/ყაჩაღობით ან ვანდალიზმით. ჩამონათვალი მართლაც ვრცელია და მასში ყველა საშიშროებაა გათვალისწინებული. იმისათვის, რომ ნაკრები კიდევ უფრო სრულყოფილი იყოს, თიბისი დაზღვევამ მასში დამატებით შეიტანა კიდევ ერთი პუნქტი - გაქირავებული ფართის დაზღვევა. თუ თქვენ ბინას აქირავებთ, ამ ნაკრებით აგინაზღაურდებათ დამქირავებლის მიზეზით გამოწვეული დაზიანებაც.

დაზღვევის შეძენას ონლაინ შეძლებთ, მისი ღირებულების განსაზღვრა კი საერთო ფართის მიხედვით ხდება. ფასი მცირედით იმატებს, იმ შემთხვევაში თუ ბინას აქირავებთ.

მანქანის დაზღვევა

ავტოდაზღვევის მიმართულებით თიბისი დაზღვევა 4 განსხვავებულ ნაკრებს გთავაზობთ. თავად აირჩიეთ რისი დაზღვევა გსურთ და დააზღვიეთ მხოლოდ ის რისკები, რაც გჭირდებათ. მაგალითად, თუ მხოლოდ თქვენი ბრალეულობით მომხდარი ავარიის დაზღვევა გსურთ, შეგიძლიათ მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა შეიძინოთ და თვეში 5 ლარად ანაზღაურების 5000 ლარიანი ლიმიტი მიიღოთ. ამით კი დააზღვევთ მესამე პირთა მანქანის, ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანებას. თუ მხოლოდ სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავარიის დაზღვევა გსურთ, მაშინ ნაკრები ავტომინი გამოგადგებათ. როცა თქვენი ბრალი არაფერია, სანერვიულოც არ გაქვთ - ხარჯებს თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს. ავტომინის ნაკრებში შეგიძლიათ დამატებით აირჩიოთ საქარე მინის, სტიქიური მოვლენების, ხანძრის, აფეთქების, საგნების დაცემის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის და ვანდალიზმის რისკების დაფარვა. ნაკრების განვრცობა თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, თანაც იცოდეთ - ავტომინი უფრანშიზო დაზღვევაა - აქ ყველაფერი ანაზღაურდება ლიმიტის ფარგლებში, თქვენი თანამონაწილეობის გარეშე.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილს კი აერთიანებს ავტომობილის სრული დაზღვევა, რომლის შეძენის შემთხვევაში, დამატებით საჩუქრად 24 საათიან ავტოასისტანსს და პარტნიორ ორგანიზაციებში ძალიან საჭირო და სასარგებლო სერვისებზე მიიღებთ ფასდაკლებას. ამ ყველა ნაკრების შეძენას კი ონლაინ შეძლებთ, ამისთვის მხოლოდ რამდენიმე თავისუფალი წუთი და პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ.

თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე სხვა არანაკლებ საჭირო პროდუქტებსაც აღმოაჩენთ - აქ დისტანციურად შეძლებთ შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა, სრიალის დაზღვევა და ექსტრა დაზღვევა, რომელიც 7 კრიტიკული დაავადებებისგან დაგაზღვევთ.

ონლაინ გადახდა და ონლაინ ანაზღაურება

ურთიერთობის მარტივი ფორმა თიბისი დაზღვევის პრიორიტეტია. სწორედ ამისთვის შეიქმნა უნივერსალური ციფრული პლატფორმა, სადაც მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია ყველა საჭირო სერვისის მიღება - ნაკრების შეძენის შემდეგ, აქვე შეძლებთ ყოველთვიური პრემიის ონლაინ გადახდას. ამისათვის მხოლოდ თქვენი პოლისის ნომრის მითითება დაგჭირდებათ. ონლაინ ანაზღაურება კი ვებგვერდის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ფუნქციაა. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, განაცხადს დისტანციურად შეავსებთ, ასანაზღაურებელ თანხას კი სწრაფად და მარტივად მიიღებთ. მხოლოდ ავტოდაზღვევის მიმართულებით, თიბისი დაზღვევამ უკვე 9 მლნ ლარი აანაზღაურა და აქედან თანხის 73% დისტანციურად გასცა.

თუ თვლიდით, რომ სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა რთული და დამღლელია, დროა ეს მითი დაამსხვრიოთ. გაიმარტივეთ ცხოვრება სწრაფი, თქვენზე მორგებული ციფრული სერვისებით, რომელიც დროს და ენერგიას მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42