დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პირბადის ტარების მაჩვენებელმა იკლო - მისი თქმით, 72%-დან 62%-მდე შემცირდა.
ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან, რომელიც გარკვეულად პროგნოზირებას გვიკეთებს და ასევე ითვლის Google-ის საშუალებით ჩვენთან პირბადის ტარების მაჩვენებელს, რომელიც გაზრდილი იყო შემოდგომასთან მიმართებაში 72%-მდე, ბოლო მონაცემებით, ბოლო კვირაში გვაქვს კლება – 62%-ზე. ეს ნიშანია იმისა, რომ რადგან სტაბილიზირება მიდის ეპიდსიტუაციის კვლავ ვქმნით ილუზიას, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ, არადა ყოველდღე 400 შემთხვევა არაა ცოტა საქართველოსთვის... თხოვნაა, პირბადის ტარება, მთავარი პრევენციული ღონისძიება, კი არ უნდა შევამციროთ 62%-მდე და კიდევ ქვემოთ, არამედ უნდა ავწიოთ 95%-მდე...
მასალის გამოყენების პირობები






