200 გ ხაჭო
4 ს/კ რძე
100 მლ ზეითუნის ზეთი
500 გ ფქვილი
მარილი
2 ჩ/კ საფუარი
250 გ ქამა სოკო
1 ს/კ ლიმონის წვენი
250 გ ლორი
200 გ სულგუნი
350 გ გახეხილი პამიდორი
შავი პილპილი
ხმელი რეჰანი
4 ცალი კვერცხი
დაკეპილი ქინძი
კამა
ათქვიფეთ ხაჭო, რძე, მარილი და ზეითუნის ზეთი, შეაზილეთ ფქვილი და საფუარი. მიღებული ცომი 30 წუთით მაცივარში შედეთ.
გასუფთავებულ, დაჭრილ სოკოს მოაპკურეთ ლიმონის წვენი, მოაფრქვიეთ მარილი და პილპილი. პამიდორი გაფცქვენით და დაკეპეთ. ლორი და სულგუნი კი წვრილად დაჭერით.
ღუმელი 200 გრადუსამდე გაახურეთ. ცომი გააბრტყელეთ ცხიმწასმულ განიერ ტააფზე, დაჩხვლიტეთ, წაუსვით დაჭყლეტილი პამიდორი, გემოვნებით – სანელებლები, მოაყარეთ ლორისა და სულგუნის მასა, რეჰანი, მწვანილი, სოკო და მოასხით კარგად ათქვეფილი კვერცხი. შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ.
მასალის გამოყენების პირობები