გინეკოლოგი, რომელიც ბავშვებს ყიდდა, საფლავში გაცოცხლდა – ოზურგეთში მომხდარი შემზარავი ამბავი
ეს საინტერესოა - 14:19, 23 Feb, 2021     2499

ოზურგეთი მკვიდრმა, ექიმმა ნანა დოლიძემ ოზურგეთსა და მის ახლო სოფლებში მომხდარი უამრავი გამაოგნებელი ამბავი იცის.

ექიმმა „პრაიმტაიმს“ ორი ისტორია უამბო:

– რასაც ახლა გიყვებით, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ გადავწყვიტე, მაინც ვთქვა. ნამდვილი ამბავია და მოხდა ოზურგეთში, სადღაც 60-იანი წლების დასაწყისში.

სამშობიაროში მუშაობდა გინეკოლოგი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ახალ დაბადებულ ბავშვებს ყიდდა, მაგრამ რეალურად, არავინ იყო მომჩივანი. ერთ დღესაც ,„გასკდა“ ერთი შემთხვევა, გამჟღავნდა ყველაფერი და დაიწყო გამოძიება. როცა მილიციამ დასაჭერად მიაკითხა, ექიმი გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც ჩანს, შეიტყო, ციხე რომ ელოდა და საძილე წამლების გადაჭარბებული დოზა მიუღია და თავი მოუკლავს.

დაასაფლავეს ოზურგეთში, მოიდანახის სასაფლაოზე.

იმ წლებში, მიცვალებულებს დაკრძალვამდე ყინულში დებდნენ. სასაფლაოები კი ასე კეთდებოდა: მიწაში ოთახს ამოიყვენდნენ და იქ ისე დგამდნენ კუბოს, რომ მიწას არ აყრიდნენ. რაღაც, სარკოფაგის მაგვარი იყო. კუბოს ჩაუშვებდნენ, ზემოდანაც დალუქავდნენ და ეგ იყო. ჩემი მშობლებიც მასე არიან დასაფლავებული. დედაჩემმა ანდერძად დატოვა, მიწა არ დამაყაროთ, ისე დამასაფლვეთო, სხვათა შორის, როცა მამა გარდაიცვალა და სარკოფაგი გავხსენით, დედას კუბოს თავი ახადეს და ახლად დაკრძალულივით იყო, საერთოდ არ იყო შეცვლილი.ეს გარდაცვლილი ექიმიც ასე დაასაფლავეს.

გავიდა 10 წელზე მეტი, გარდაიცვალა მისი ოჯახის წევრი. ოთახი – სასაფლაოს ერთ გვერდზე საგულდაგულოდ ამოშენებული კარის ადგილი გამოამტვრიეს, რომ ამ ქალის გვერდით დაეკრძალათ. რაც იქ მესაფლავეებმა ნახეს, შოკში ჩააგდო ყველა!
ერთ მესაფლავეს კი თმა მომენტალურად გაუთეთრდა. როგორც თქვეს, გარდაცვლილი კუბოდან ამოსული იყო, სარკოფაგის კუთხეში მიყუჟულიყო და თითები სულ დაჭმული ჰქონდაო!

თქვეს კიდეც, ცოდვებმა უწიაო…
როგორც ჩანს, ქალი უბრალოდ გაითიშა წამლის დოზით და არ მოკვდა, შემდეგ ყინულში ჰყავდათ და როცა საფლავში გალღვა, გაცოცხლდა. საშინელი სიკვდილით გარდაიცვალა…

ამ შემზარავი ამბის შემდეგ, ოზურგეთის სამშობიაროში ყველაფერი წესრიგში იყო! ვეღარავინ ბედავდა, რომ თავის თავზე ამხელა ცოდვა აეღო.
და სწორედ ამ ფაქტის შემდეგ აღარ აკეთებდნენ სარკოფაგებს.
ეს ამბავი ბევრ ოზურგეთელს ეცოდინება და ალბათ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგიკავშირდებიან კიდეც.
ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ გააშვილა ბებიამ შვილიშვილი. მშვილებელმა ოჯახმა სადგურზე დაიბარა, რომ ბავშვი მიეყვანათ. თბილისის მატარებლით უნდა წავიდეთო, უთქვამთ.

მიუყვანეს ახალშობილი, მშვილებელი ოჯახი მატარებელში ავიდა, მაგრამ მეორე კარიდან ჩასულან. აღმოჩნდა, რომ ეს ოჯახი იქვე ცხოვრობდა და არსად გამგზავრებას არ აპირებდნენ. ბებიას კი ეგონა, რომ თბილისში გააშვილა.
წლების მერე „გასკდა“ ეს ამბავი და მაშინ გაირკვა ყველაფერი.
უამრავი ასეთი ამბავია, რაც იდუმლებითაა მოცული და შესაძლოა, სიცოხლის ბოლომდე ვერ იპოვოს ბიოლოგიური შვილი ან დედა.

პრაიმტაიმი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42