ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, ეს დიდი გაუგებრობას არ გამოიწვევს, რადგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს გეგმისა და მის შესრულებას შორის პერიოდი ერთი კვირა იქნება:
"არ მგონია, რომ ეს ტრაგედია იყოს, თუ შემდგომი გეგმა ვაქცინაციის შესრულდება ისე კარგად, როგორც დაგეგმილია და როგორც არის შეპირებები. სავარაუდოდ, ვაქცინა იქნება მარტის პირველ კვირაში ან პირველ-ორ კვირაში. ასე რომ ცდომილება იმ მოლოდინში, რაც ჰქონდა სახელმწიფოს და ამ რეალობას შორის, არის ერთი კვირა", - განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის დაპირების მიხედვით, ვაქცინის პირელადი დოზა ქვეყანაში თებერვლის მეორე ნახევრიდან უნდა შემოსულიყო.
მასალის გამოყენების პირობები






