თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ძალიან ემოციურ პოსტს ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ ლელოს ერთ-ერთ ლიდერს დავით უსუფაშვილს მამა გარდაეცვალა. როგოც ხიდაშელი აღნიშნავს, წელს მისი და დავით უსუფაშვილის ქორწინების ვერცხლის იუბილე, 25-ე წლისთავი უნდა აღენიშნათ, თუმცა, ამ ტრაგედიამ მათი განწყობა მთლიანად შეცვალა:
"2021 გამორჩეულად საუკეთესო წლად იყო ჩაფიქრებული. 21/21/21 ჩვენი ქორწინების 25. აი ისეთი წელი, დიდი ხანია რომ ემზადები...
მაგრამ სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა.
ოჯახის საყრდენი გამოგვეცალა. პირველ რიგში მის შვილიშვილებს რომლებიც აღმერთებდნენ, ეთაყვანებოდნენ, ეიმედებოდათ, სახლდან მასთან გარბოდნენ და ყველა კარგ ამბავს პირველად მას ურეკავდნენ.
მე ასეთი მეგობრობა არც მინახავს ჯოველის და მის შვილიშილებს რომ ქონდათ!
მოენატრებათ, დააკლდებათ, ძალიან ადრე იყო.
ძალიან ძნელი იქნება მაგრამ როგორი მაგარი გოგო-ბიჭები გაზარდა, ეხლა გამოჩნდება.
მე და დათო კი აგერ ვწევართ ბოჭორიშვილის კლინიკაში აპარატზე მიერთებულ მიმაგრებული და ვფიქრობ რომ ვერც კი დავემშვიდობები, მადლობასაც ვერ ვეტყვი წესიერად რომ 25 წელი ჩემი ოჯახის იმედი და ბურჯი და ჩემი სანდროს ასეთი დიდი მეგობარი იყო!" - წერს ხიდაშელი.
მასალის გამოყენების პირობები