პარლამენტის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის ვაქცინასა და მასთან დაკავშირებულ ვადებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარიხსის ვაქცინას. მისი განცხადებით, ქვეყანა უახლოეს დღეებში მიიღებს პანდემიასთან ბრძოლის იარაღს:
“არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქართველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება, ვაქცინის შეძენისთვის გარკვეული დრო დაგვჭირდა. ჩვენი მოქალაქეების მიიღებენ ხარისხიან ვაქცინას, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება. ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: კოვაქს-პლატფორმა, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






