დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის ვაქცინის წარმოების გაფართოებას და მის განვითარებად ქვეყებში განაწილებას გეგმავს. ამის შესახებ ბორის ჯონსონი დიდი შვიდიანის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის დროს განაცხადებს.
პრემიერ-მინისტრი შეხვედრაზე ვაქცინების წარმოების 100 დღიან პროგრამას წარადგენს, რომელიც გლობალური უსაფრთხოების ქსელის შექმნას ემსახურება.
დიდი ბრიტანეთი ვაქცინის გაზიარებას Covax-ის პლატფორმის საშუალებით აპირებს. ამასთან, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის მთავარ სამეცნიერო ოფიცერს, სერ პატრიკ ვალანსს სთხოვა დიდი შვიდიანის ქვეყნებისთვის გაეწია რეკომენდაცია, დააჩქარონ ვაქცინების წარმოება 2/3-ით.
ვაქცინების გაზიარების პროგრამის გაფართოების სურვილი გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა იმანუელ მაკრონმაც. ქვეყნის მარაგის 5 პროცენტი ღარიბ ქვეყნებში გაიგზავნება. აქცენტი კი აფრიკის ქვეყნებზე გაკეთდება.
ბრიტანეთი და საფრანგეთი, როგორც ჩანს ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთისა და ჩინეთის "ვაქცინის დიპლომატიას", რომლის საშუალებითაც ორი ქვეყანა განვითარებად ქვეყნებზე მათ გავლენას აფართოებს.
მასალის გამოყენების პირობები






